თბილისში გამოფენა „მინიატურები იუნუს ემრეს შესახებ“ გაიხსნა

Yazıcı-dostu sürüm

იუნუს ემრეს გარდაცვალებიდან 700 წლისთავთან დაკავშირებით იუნესკომ 2021 წელი იუნუს ემრეს წლად გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით 2021 წლის 30 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან არსებულ თბილისის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში  თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტისა და ფათიჰ სულთან მეჰმეთის სახელობის ფონდის უნივერსიტეტის თანამშრომლობით გამოფენა „მინიატურები იუნუს ემრეს შესახებ“ გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, ბრაზილიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ოსვალდო ბიატო ჯუნიორი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში, ყაზახეთის ელჩის მეორე მდივანი საქართველოში იერლან ბერგენევი, ორგანიზაციათიკა“- თბილისის კოორდინატორი თუბა ოზუთოქი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, თურქული ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში, თურქოლოგები, მთარგმნელები, თურქი და ქართველი ხელოვნების მოყვარულები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა ისაუბრა იუნუს ემრეს მნიშვნელობასა და როლზე თურქულ ლიტერატურაში. აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ორი ქვეყნის კულტურული ურთიერთობების განმტკიცებას და კმაყოფილება გამოთქვა ღონისძიებაზე დასწრების გამო.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი კულტურული ღონისძიებები ხელს უწყობს თურქეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების განმტკიცებას.

გამოფენაზე იუნუს ემრეს ლექსებით შთაგონებული 25 მინიატურა გამოიფინა.

გამოფენა დამთვალიერებლებს 2021 წლის 10 დეკემბრამდე უმანსპინძლებს.

 

 

 

Diğer Etkinlikler

თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან 100-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, თბილისის იუნუს ემრეს...