თბილისში გამოფენა „თურქული კულტურის ნაკვალევი“ გაიხსნა

Yazıcı-dostu sürüm

2021 წლის 8 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დაქვემდებარებაში მყოფ თბილისის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ მოწყობილი გამოფენა „თურქული კულტურის ნაკვალევი“ გაიხსნა.

გახსნის ცერემონიას თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფაიქ გულიევი, ორგანიზაცია „თიკა“-ს თბილისის კოორდინატორი ნეჯლა დემირდაღი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ კოვიდ-19-დან გამომდინარე დიდი ხანია მსგავსი ღონისძიებები არ ეწყობა და განაცხადა, რომ პანდემიის შემდეგ მოწყობილი პირველი გამოფენა, დიდი მნიშვნელობის მატარებელია; კმაყოფილება გამოთქვა ღონისძიებაზე დასწრებით.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ფაიქ გულიევმა საუბრისას, აღნიშნა, რომ ბედნიერი იყო პროგრამაში მონაწილეობის გამო და აღნიშნა, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მდიდარი თურქული კულტურა; ეს გამოფენა კი საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს  შორის არსებული სოლიდარობის მაჩვენებელია.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილემ მიხეილ წერეთელმა აღნიშნა, რომ მსგავსი კულტურული ღონისძიებები ხელს უწყობს თურქეთ-საქართველოს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების განმტკიცებას.

 გამოფენაზე თურქული არქიტექტურით დაწყებული თურქული კულტურის ამსახველი სამოცდასამამდე ნამუშევარი იქნა წარდგენილი.