თბილისში ქართულ ენაზე თარგმნილი რომანის „იესო რომელი ხართ?“ პრეზენტაცია გაიმართა
თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, მწერლის სელაჰათინ იუსუფის ქართულ ენაზე თარგმნილი რომანის „იესო რომელი ხართ?“ პრეზენტაცია გაიმართა.
ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის კოორდინატორი ზექერია გიულთექინი, საქართველოში თურქული მაარიფის ფონდის წარმომადგენელი ალი სედათ ასლანი, თბილისის განათლების მრჩეველი ერქან გიულსუიუ, თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი რელიგიური საკითხებში მაჰმუთ გოლი, საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის (UİD) პრეზიდენტი საქართველოში - იუსუფ თაშქირანი, ასევე თურქული და ქართული დაწესებულებების წარმომადგენლები, აკადემიკოსები, გამომცემლობების წარმომადგენლები და ინსტიტუტის მსენელები.
თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა ზექერია გიულთექინმა აღნიშნა, რომ ნაწარმოები ლიტერატურული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, კმაყოფილება გამოთქვა წიგნის ქართულად თარგმნის შესახებ და თქვა, რომ მოხარული იყო ღონისძიების მასპინძლობით.
ღონისძიებაზე საუბრისას სელაჰათინ იუსუფმა აღნიშნა, რომ მისი წიგნი „იესო რომელი ხართ?" პოეტური ენით გადმოგვცემს ისტორიას მათზე, ვინც ერთმანეთს იცავს. ლიტერატურისა და ფილოსოფიის შესახებ საუბრისას მწერალმა თქვა, რომ ფილოსოფიას ლიტერატურაში გრძნობა შემოაქვს და ეს უფრო ნათლად ჩანს იუნუს ემრეს ლექსებში. ავტორმა აღნიშნა, რომ მისი მიზანია პოეზიის პროზასთან დაახლოება და პირიქით. ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიტერატურა არის კულტურის გადაცემის საშუალება.
წიგნი, რომელიც ქართულად თარგმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგიის დეპარტამენტის ლექტორმა, ნანა ჯანაშიამ, ყურადღებას იპყრობს, როგორც მუსიკით, პოეზიითა და ფილოსოფიით გამდიდრებული რომანი.
მზისა ბუსკივაძის მოდერატორობით ჩატარებული ღონისძიება წიგნების ხელმოწერითა და სტუმართა გამასპინძლებით დასრულდა.
Diğer Etkinlikler
იუნესკომ, საქართველოს...