თბილისში თურქული ენის პედაგოგთათვის ტრენინგი ჩატარდა

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა 2020 წლის 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით ჩაატარა სასწავლო პროგრამა თურქოლოგებისათვის, „თურქული ენა ჩემი არჩევანია“ პროექტის მასწავლებლებისათვის, თურქოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის, თურქეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მასწავლებლებისათვის. 

პროგრამის ფარგლებში უცხოელთათვის თურქული ენის სწავლების შესახებ სხვადასხვა თემებზე სემინარები ჩაატარეს თურქეთის ენის პალატის თავმჯდომარემ პროფ. გურერ გიულსევინმა, იუნუს ემრეს ინსტიტუტის თურქული ენის სწავლებისა და თურქოლოგიის მიმართულების დეპარტამენტის დირექტორმა პროფ. იავუზ ქართალიოღლუმ და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის სპეციალისტებმა.

ინსტიტუტში პროგრამის გახსნას ესწრებოდნენ: საქართველოში თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი ფათმა ჯერენ იაზგანი, ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, განათლების საკითხებში ელჩის მრჩეველი იუქსელ ქარა, TİKA თბილისის კოორდინატორი ნეჯლა დემირდაღი, ინსტიტუტის უფლებამოსილი პირები და თურქული ენის პედაგოგები. 

პროფ. გურერ გულსევინმა მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა, რომ ქართული ენა თურქეთში ბევრი ოჯახისთვის არ არის უცხო ენა, რომ ქართულ ენაზე მოსაუბრე ოჯახები არა მხოლოდ თურქეთის ერთ რომელიმე კონკრეტულ ნაწილში, არამედ თურქეთის სხვადასხვა რეგიონებში ცხოვრობენ. გიულსევინმა საუბარი შემდეგი სიტყვებით დაასრულა:  „ჩვენ არ განვასხვავებთ საქართველოში მცხოვრებ ქართველს თურქეთში მცხოვრები ქართველისაგან, ისევე, როგორც არ განვასხვავებთ თურქეთში მცხოვრებ ქართველს საქართველოში მცხოვრები ქართველისაგან.“ 

საქართველოში თურქეთის სრულუფლებიანმა ელჩმა ფათმა ჯერენ იაზგანმა კი განაცხადა: „ენის გარეშე კავშირის დამყარება შეუძლებელია, საერთაშორისო ურთიერთობას ენის გარეშე ვერ შევძლებთ. საქართველოსა და თურქეთს შორის შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე მდინარე და ხეობაა. ჩვენს ხალხებს შორის უნდა იყოს ისეთი კავშირი, რომელიც მხოლოდ სიყვარულსა და ურთიერთ პატივისცემაზე იქნება დამყარებული.“ ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ უცხო ენის შესწავლა კაცს აძლევს შესაძლებლობას იყოს მეტად ინფორმირებული.

სასწავლო პროგრამის მეოთხე დღეს მონაწილეებს შორის გაიმართა შეჯიბრი თურქული ენის სწავლებისათვის საჭირო სასწავლო მასალის მომზადებაში. პროგრამა სერთიფიკატების გადაცემითა და ფოტოგადაღებით დასასრულს მიუახლოვდა.