თბილისში თურქული ენის შემსწავლელი კურსები დაიწყო

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოში ეწევა საქმიანობას თურქული კულტურის, ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურის პოპულარიზაციისა და უცხოელებისთვის თურქული ენის სწავლების მიზნით, 2019 წლის შემოდგომის სემესტრის ენის შემსწავლელ კურსებზე მეცადინეობები ამა წლის 30 სექტემბერს დაიწყო. თურქული ენის შემსწავლელი კურსის A1, A2, B1, B2 და  C1 საფეხურებზე სწავლით დაინტერესებულ პირთა შორის ქართველებთან ერთად საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც არიან.

 თურქული ენის კურსებზე ძველ მსმენელებთან ერთად ახალი მსმენელებიც დარეგისტრირდნენ. სამთვიანი კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან თურქულ ენას და ამასთან სხვადასხვა ღონისძიებებში აქტიური ჩართულობით მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ თურქულ კულტურას.

თურქული ენის სწავლების სისტემა იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში

ინსტიტუტში გახსნილ თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე 2012 წლიდან მოყოლებული დაახლოებით 3000 მსმენელმა შეისწავლა თურქული ენა.  თურქული ენის შემსწავლელ კურსზე, რომელიც თურქულის როგორც ერთ-ერთი მსოფლიო  ენის სწავლების მიზნით გაიხსნა, სასწავლო პროცესი ენებისთვის საერთო ევროპული სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და თანაბრად უთმობს ადგილს ენის საბაზისო ოთხ კომპონენტს (მოსმენა, საუბარი, წაკითხულის გააზრება და წერა).

ექვსი საფეხურისგან  A1, A2, B1, B2, C1, C2   შემდგარი დონეების სასწავლო პროცესის სწავლების ენაა თურქული. თითოეული დონე 72  საათიან ორ კურსს მოიცავს. გაკვეთილებზე გამოიყენება იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო  Yedi İklim Türkçe. საგაკვეთილო პროცესს უძღვებიან ამ სფეროში პროფესიონალი და გამოცდილი პედაგოგები. მსმენელებზე, რომლებიც საფეხურის ბოლოს წარმატებით გაივლიან კურსის დამამთავრებელ გამოცდას, გაიცემა სერთიფიკატი და მათ უფლება ეძლევათ, გაიარონ მომდევნო საფეხური.

ჩემი აჩევანია თურქული ენა

ინსტიტუტი, რომლის მიზანიც თურქული ენის სწავლებასა და თურქული კულტურის პოპულარიზაციასთან ერთად, თურქეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გამყარებაა, აგრძელებს პროექტს “ჩემი არჩევანია თურქული ენა“.

პროექტი “ჩემი არჩევანია თურქული ენა“, რომელსაც იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი საჯარო სკოლებში თურქულის, როგორც არჩევითი უცხო ენის სწავლებისათვის ახორციელებს, თბილისში 2013 წლიდან მოქმედებს. პროექტის ფარგლებში, თბილისში 2019-2020 სასწავლო წელს იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის კოორდინატორობით თურქულ ენას, როგორც მეორე უცხო ენას შეისწავლიან 6 საჯარო სკოლაში .