ტრადიციული თურქული რეწვის შეხვედრა ქართველ ხელოვანებთან

Yazıcı-dostu sürüm

კულტურის კონსეის ხელოვანებმა ელენე ახვლედიანის ხელოვნების ცენტრში ჩაატარეს ქართველი ხელოვანებისათვის ვორკშოპი მინიატურის, მოვარაყების, ებრუსა და კალიგრაფიის დარგებში.

ღონისძიების გახსნას ესწრებოდნენ: თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის საბჭოს თავმჯდომარე პროფ. თამარ ტალიაშვილი, თბილისის იუნუს ემრეს ინსტიტუტის დირექტორი ზექერია გულთექინი და თბილისის საკრებულოს წევრი ლონდა ძნელაძე.

თურქეთის განვითარების სამინისტროსა და იუნუს ემრეს ინსტიტუტის თანამშრომლობით დაგეგმილი ტრადიციული რეწვის პროექტის ფარგლებში 15 ოქტომბერი-15 დეკემბერი 2015 / 15 იანვარი-15 აპრილი  2016 და 16 აპრილი-15 ივნისი 2016 პერიოდებში საქართველოში ხელოვნების სხვადასხვა დარგებში კურსები ჩატარდება. კურსბი პირველი ორი სამთვიანი პერიოდი ორიენტირებული იქნება სწავლებაზე, ბოლო ეტაპი კი უკვე სპეციალიზებაზე.

პროექტი მიზნად ისახავს გააცნოს თურქული რეწვა ტრადიციული ხელოვნების დარგებით მდიდარ ქართველ ოსტატებს; ამ გზით ორ ხალხს შორის ხელოვნების დარგებში  კავშირების განმტკიცების პოტენციალი გაზარდოს.