თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდ ფესტივალზე

Yazıcı-dostu sürüm

საქართველოს ყველაზე დიდი ფესტივალი-თბილისობა 2019 წლის 05-06 ოქტომბერს ათონელის ქუჩაზე გაიმართა. თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი თურქეთის საელჩოს ეგიდით მოწყობილ სტენდზე ებრუს ხელოვნებით წარსდგა. თურქული სტენდი მოინახულეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და ბერვმა სხვა სტუმარმა. 

ფესტივალის ფარგლებში თბილისელებს ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ გამოფენები, ტრადიციული ნაკეთობების ბაზრობები, თეატრალური წარმოდგენები, ცეკვები, კონცერტები, შეჯიბრებები და საბავშვო გასართობი პროგრამები. ფესტივალზე ადგილობრივ ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და მწარმოებლებთან ერთად საკუთარი კულტურის წარმოდგენის შესაძლებლობა უცხოელ მისიონერებსა და საელჩოებსაც მიეცათ.  

სტუმრებს მიეწოდათ ინფორაცია ინსტიტუტის თურქული ენის შემსწავლელი კურსების, თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდის, თურქული ენის საზაფხულო სკოლის, თურქული ენა ჩემი არჩევანია პროექტისა და ინსტიტუტის კულტურასა და ხელოვნებაში საქმიანობის შესახებ.