თურქული ჩაი თბილისში

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა თბილისის ყოველწლიურ ჩაის და ყველის ფესტივალზე, რომელიც გაზაფხულობით იმართება, თურქული ჩაი წარადგინა. ფესტივალი 2022 წლის 1 მაისს მთაწმინდის პარკში ქართული ყველის მკვლევარის ანა მიქაძისა და ჩაის ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა. სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული ჩაის და ყველის დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათფესტივალს ესწრებოდნენ ქართველი პოლიტიკოსები, უცხო ქვეყნის წარმომადგენელი დიპლომატები, უცხოელი ტურისტები და ადგილობრივი მოსახლეობა.

თურქულმა ჩაიმ დიდი მოწონება დაიმსახურა

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტ სტუმრებს ტრადიციული წესით მომზადებული მრავალფეროვანი თურქული ჩაი გაუმასპინძლდასტენდზე ასევე ადგილი დაეთმო თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდის TYS, დისტანციურად თურქული ენის სწავლების პორტალის, თურქული ენისა და რეწვის შემსწავლელი კურსების  წარდგენასაც.

 

 

 

Diğer Etkinlikler

2022 წლის 21-27 მაისს, თურქმა და ქართველმა პოლიტიკოსებმა მონაწილეობა მიიღეს „თურქული სამზარეულოს კვირეულთან“...