თურქული ჩაის პრეზენტაცია თბილისში

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს ინსტიტუტმა თბილისის ყოველწლიურ ჩაის ფესტივალზე, რომელიც გაზაფხულობით იმართება, თურქული ჩაი წარადგინა. ფესტივალი ჩატარდა მთაწმინდის პარკში 2019 წლის 5 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩაის ასოციაციის მხარდაჭერით, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული ჩაის დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ სტუმრებს. ფესტივალს ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, პოლიტიკოსები, ოცხო ქვეყნის წარმომადგენელი დიპლომატები და ქართველი სტუმრები.

მისასალმებელ სიტყვაში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ისაუბრა ფესტივალის მნიშვნელობაზე, რომლის არსიცაა სხვადასხვა ქვეყნის ჩაის საქართველოში წარდგენა, ადგილობრივი მცირე და დიდი მეწარმეებისათვის მხარდაჭერა. მან ასევე მადლობა გადაუხადა მოსულ სტუმრებს.

პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კი "ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი პროდუქციის წარმოება. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო განვავითაროთ სოფლის მეურნეობა და ხელი შევუწყოთ სოფლის პროდუქციის პოპულარიზაციას. ამ თვალსაზრისით ჩვენ დატვირთულ ფაზაში ვაგრძელებთ მუშაობას. მადლობას ვუხდით ფესტივალის მონაწილე ჩვენს მოქალაქეებსა და უცხოელ სტუმრებს".

თურქულმა ჩაიმ დიდი მოწონება დაიმსახურა

თბილისის იუნუს ემრეს ინსტიტუტს სტენდის მოწყობაში თანადგომა გაუწია "დოღადან ჩაი"-ს წარმომადგენელმა კოპმანია "ორიენტმა", სტენდზე მრავალფეროვანი თურქული ჩაი მომზადდა ტრადიციისამებრ და დაურიგდა სტუმრებს. სტენდზე ასევე ადგილი დაეთმო თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდის TYS, დისტანციურად თურქული ენის სწავლების პორტალის, თურქული ენისა და რეწვის შემსწავლელი კურსების  წარდგენასაც.