თურქული ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსი

Yazıcı-dostu sürüm

პანდემიის დასრულებასთან ერთად მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება ძველ ცხოვრებას. თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოში თურქული კულტურის, ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურის გაცნობისა და უცხოელებისთვის თურქული ენის სწავლების მიზნით ფუნქციონირებს, თურქული ენის სწავლება აუდიტორიებში განახლდა.

თურქული ენის შემსწავლელ კურსზე ახალ მსმენელებთან ერთად, ისინიც დარეგისტრირდნენ, ვინც ჩვენს ინსტიტუტში წინა სემესტრებშიც შეისწავლიდნენ ენას.

თურქული ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსი 2022 წლის 20 ივნისს დაიწყო და 5 კვირა გაგრძელდება.

 თურქული ენის სწავლების სისტემა იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში

 ჩვენს ინსტიტუტში გახსნილ თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე 2012 წლიდან 5 000 -ზე მეტმა ადამიანმა შეისწავლა თურქული ენა. კურსებზე, რომელიც თურქულის, როგორც მსოფლიო ენის სწავლების მიზნით იხსნება, სწავლების სისტემა ენებისთვის საერთო ევროპულ რეკომენდაციებს ეყრდნობა და თანაბრად ეთმობა ადგილი ენის ოთხ საბაზისო უნარ-ჩვევას (მოსმენა, საუბარი, კითხვა და წერა). ენის სწავლება ექვს A1, A2, B1, B2, C1, C2 საფეხურს მოიცავს. ყოველ საფეხურზე სასწავლო ენაა თურქული. თითოეული საფეხური 72 საათიანი ორი კურსისგან შედგება. მეცადინეობებზე გამოიყენება იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ მომზადებული სასწავლო ნაკრები Yedi İklim Türkçe. მეცადინეობებს უძღვებიან თავის სფეროში პროფესიონალი და გამოცდილი პედაგოგები. საფეხურის ბოლოს ჩატარებულ კურსის დამამთავრებელ გამოცდაზე წარმატებულ მსმენელებზე გაიცემა სერთიფიკატი და ეძლევათ შესაძლებლობა, გადავიდნენ ერთით მაღალ საფეხურზე.

 

 

Diğer Etkinlikler

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი (YEE) საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ოფიციალურ ინსტიტუტსა და ორგანიზაციასთან...

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოში თურქული კულტურის, ისტორიის, ხელოვნებისა და ლიტერატურის...

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოში თურქული კულტურის, ისტორიის, ხელოვნებისა და ლიტერატურის...