თურქული ენის შემსწავლელი ინტენსიური ონლაინ კურსი

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოში თურქული კულტურის, ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურის გაცნობისა და უცხოელებისთვის თურქული ენის სწავლების მიზნით ფუნქციონირებს, 2021 წლის 21 ივნისს თურქული ენის შემსწავლელი ინტენსიური ონლაინ კურსი დაიწყო.

  თურქული ენის შემსწავლელ კურსზე ახალ მსმენელებთან  ერთად, ისინიც დარეგისტრირდნენ, ვინც ჩვენს ინსტიტუტში წინა სემესტრებშიც შეისწავლიდნენ ენას. თურქული ენის შემსწავლელი ინტენსიური ონლაინ კურსი დაახლოებით 5 კვირა გაგრძელდება.

თურქული ენის სწავლების სისტემა იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში

ჩვენს ინსტიტუტში გახსნილ თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე 2012 წლიდან დაახლოებით 3000 ადამიანმა შეისწავლა თურქული ენა. კურსებზე, რომელიც თურქულის, როგორც მსოფლიო ენის სწავლების მიზნით იხსნება, სწავლების სისტემა ენებისთვის საერთო ევროპულ რეკომენდაციებს ეყრდნობა და თანაბრად ეთმობა ადგილი ენის ოთხ საბაზისო უნარ-ჩვევას (მოსმენა, საუბარი, კითხვა და წერა). ენის სწავლება  ექვს A1, A2, B1, B2, C1, C2 საფეხურს მოიცავს. ყოველ საფეხურზე სასწავლო ენაა თურქული. თითოეული საფეხური  72 საათიანი ორი კურსისგან შედგება. მეცადინეობებზე გამოიყენება იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ მომზადებული სასწავლო ნაკრები Yedi İklim Türkçe. მეცადინეობებს უძღვებიან თავის სფეროში პროფესიონალი და გამოცდილი პედაგოგები. საფეხურის ბოლოს ჩატარებულ კურსის დამამთავრებელ გამოცდაზე წარმატებულ მსმენელებზე გაიცემა სერთიფიკატი და ეძლევათ შესაძლებლობა, გადავიდნენ ერთით მაღალ საფეხურზე.

 

 

Diğer Etkinlikler

2022 წლის 9 დეკემბერს, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, 2022 წლის გაზაფხულისა და ზაფხულის სემესტრის თურქული...

2021 წლის 26 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე საქართველოში მოქმედი უცხოური ინსტიტუტებისა და ენების შემსწავლელი ცენტრების...

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოში თურქული კულტურის, ისტორიის, ხელოვნებისა და ლიტერატურის...

02.02.2021 წელს  იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული...