თურქული ენის შემსწავლელი კურსი იწყება

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში ზრდასრულთათვის თურქული ენის კურსებზე მეცადინეობები 2020 წლის გაზაფხულის სემესტრი 4 მარტს დაიწყება. თურქული ენის კურსები A1; A2; B1; B2; C1; C2 სულ 6 საფეხურისგან შედგება. თითოეული საფეხური შედგება 2 კურსისაგან და კვირაში 6 საათიანი, ჯამში 72 საათიანი მეცადინეობებისაგან. ჩვენს ცენტრებში თურქული ენის კურსებზე სამუშაო ენაა თურქული და ევროპულ ენათა საერთო ჩარჩოს ფარგლებში იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ შედგენილი  ნაკრები  Yedi İklim Türkçe გამოიყენება. თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე გამოიყენება მასალები კითხვის, მოსმენის, წერისა და მეტყველების უნარების განსავითარებლად.  კურსის დასასრულს წარმატებულ მსმენელებს გადაეცემათ სერთიფიკატები. 

რეგისტრაციის თარიღი:

10-28 თებერვალი 2020

დონის განმსაზღვრელ გამოცდაზე რეგისტრაციის თარიღი:

10-20 თებერვალი 2020

დონის განმსაზღვრელი გამოცდის თარიღი:

21 თებერვალი 2020

კურსის დაწყების თარიღი:

4 მარტი 2020