თურქული ენისა და იუნუს ემრეს წელს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში იუნუს ემრეს სახელობის თურქული ენის კაბინეტი გაიხსნა

Yazıcı-dostu sürüm

02.02.2021 წელს  იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 17.03.2021 წელს ინსტიტუტის მხარდაჭერით უნივერსიტეტში იუნუს ემრეს სახელობის თურქული ენის კაბინეტი გაიხსნა.

გახსნის ცერემონიაში თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი ფატმა ჯერენ იაზგანი, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორი ბატონი ალი ოღუზჰან იუქსელი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პროფ. გიორგი სოსიაშვილი, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს განათლების მრჩეველი ბატონი იუქსელ ქარა, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბატონი პაატა ივანიშვილი, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი რამაზ შიოშვილი და უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ლენტის გაჭრის შემდეგ ელჩმა იაზგანმა დიდი კმაყოფილება გამოთქვა თურქული ენის კაბინეტის გახსნის გამო და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა პროექტის განხორციელებაში.

ელჩმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის რექტორს თურქულ-ქართული ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილის გამო და ბრძანა: „ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვართ, იმ პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებაში, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს გააძლიერებს“.

რექტორმა სოსიაშვილმა აღნიშნა, რომ ქალაქ გორში თურქული ენის შესწავლის მსურველ სტუდენტთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება; და ბრძანა, რომ იმ სტუდენტებისთვის რომლებმაც რეგისტრაცია გაიარეს, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მხარდაჭერით თურქული ენის შემსწავლელი კურსი დაიწყო და სტუდენტთა რაოდენობა  ყოველწლიურად  გაიზრდება.

სოსიაშვილმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტს ახლო თანამშრომლობა აქვს თურქეთში ყარსის, რიზესა და ერზურუმის უნივერსიტეტებთან და ბრძანა: „თურქული ენის კაბინეტის გახსნა ჩვენს უნივერსიტეტბს შორის ურთიერთობებს უფრო გააძლიერებს. სურვილს გამოვთქვამთ, რომ ამ აუდიტორიაში თურქული ენა არა მხოლოდ სტუდენტებმა, არამედ სასწავლო პროცესში ჩართულმა ჩვენმა სპეციალისტებმაც შეისწავლონ“ .

გახსნის ცერემონიის შემდეგ შედგა შეხვედრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორატის, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტისა და საქართველოში თურქეთის საელჩოს თანამშრომლობით სამომავლო ერთობლივი ღონიესძიებების შესახებ.

Diğer Etkinlikler

2022 წლის 9 დეკემბერს, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, 2022 წლის გაზაფხულისა და ზაფხულის სემესტრის თურქული...

2021 წლის 26 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე საქართველოში მოქმედი უცხოური ინსტიტუტებისა და ენების შემსწავლელი ცენტრების...

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოში თურქული კულტურის, ისტორიის, ხელოვნების, ლიტერატურის...

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოში თურქული კულტურის, ისტორიის, ხელოვნებისა და ლიტერატურის...