თურქული მხატვრობა ხელოვნების ფესტივალზე „არტისტერიუმი“

Yazıcı-dostu sürüm

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, თბილისის სამხატვრო აკადემიის, სხვადასხვა საელჩოსა და ინტიტუტის მხარდაჭერით წელს მეთორმეტედ გამართულ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში „არტისტერიუმი“, მონაწილეობა მიიღო თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა.

ღონისძიების ფარგლებში ინსტიტუტის მიერ მოწყობილი თურქული მხატვრობის გამოფენა, 2019 წლის 10 ნოემბერს, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა თბილისში ფატმა ჯერენ იაზგანმა გახსნა.

ფესტივალზე თურქეთიდან მოწვეული იყო კურატორი დენიზჰან ოზერი და ტექსტილის ხელოვანი აიშე გუნაი. ლიტერატურის მუზეუმში ინსტიტუტისთვის გამოყოფილ სივრცეში აიშე გუნაის, თოლგა აქბაშის, მელიქ ისქენდერის, ემრაჰ გუნაის, ედა ჩიღირლისა და სერქან ბაიერის ნამუშევრები გამოიფინა.

კურატორმა დენიზჰან ოზერმა, რომელიც პლასტიკური ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, განაცხადა, რომ 20 წელია, ქართველ ხელოვანებთან თანამშრომლობს. ოზერმა  თქვა, რომ ორი ქვეყნის ხალხს ერთმანეთთან ძლიერი კავშირები და მზარდი მეგობრობა აქვთ, ხელოვნება, რომელიც  ამ მეგობრობას აძლიერებს, ყოველთვის მოიაზრება დიპლომატიურ და პოლიტიკურ ურთიერთობებში და ამ მხრივ ეს გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია.

გამოფენა, რომელზეც თურქული მხატვრობის ნიმუშები იყო წარმოდგენილი, 2019 წლის 15 ნოემბერს დასრულდა.