თურქული ფილმის ჩვენება პროექტის “ჩემი არჩევანია თურქული ენა“ მოსწავლეებისთვის

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, “ჩემი არჩევანია თურქული ენა“ ფარგლებში, თბილისის 55-ე საჯარო სკოლის თურქული ენის წრის  სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებისთვის თურქული ფილმის ჩვენება მოეწყო.

2018 წლის 30 ნოემბერს ინსტიტუტის შენობაში მოწყობილი ღონისძიება მოსწავლეებმა შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ბედნიერები იყვნენ, რადგან ფილმის გაგება შეძლეს.  გამოთქვეს სურვილი შემდეგ ღონისძიებას ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრონ და მათთვის ფილმი თვითონ თარგმნონ.

ფილმის ჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს ინსტიტუტი, გაეცნენ  ღონისძიებებს, მიიღეს ინფორმაცია თურქული ენის შემსწავლელი კურსებისა და თურქეთში განათლების მიღების შესაძლებლობის შესახებ. მაღალი კლასის მოსწავლეებმა თურქეთში უმაღლესი განათლების მიღების სურვილი გამოთქვეს და დეტალური ინფორმაცია მიიღეს თურქეთის სტიპენდიების შესახებ.