ხალხური სიმღერები რეგიონიდან რეგიონამდე

Yazıcı-dostu sürüm

ღონისძიების დასახელება: ხალხური სიმღერები რეგიონიდან რეგიონამდე

ადგილი: საქართველოს აზერბაიჯანელთა საინტეგრაციო ცენტრი / ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ქვეყანა/ქალაქი: საქართველო/მარნეული-თბილისი

თარიღი: 4-5 დეკემბერი 2019

დრო: მარნეული (16.00 სთ) თბილისი (19.00 სთ)

ღონისძიების მოკლე აღწერა: თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს აზერბაიჯანელთა საინტეგრაციო ცენტრის თანამშრომლობით გაიმართება ხალხური მუსიკის კონცერტი. კონცერტი 2019 წლის 4 დეკემბერს - მარნეულში, საქართველოს აზერბაიჯანელთა საინტეგრაციო ცენტრში, ხოლო 2019 წლის 5 დეკემბერს თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყობა. კონცერტებს გამართავენ თურქეთიდან მოწვეული  სტუმრები: დოქტ. ერდემ ოზდემირი (ბაღლამა, ბარბითი, ვოკალი), სალიჰ ბულუთი (თურქული ტრადიციული საკრავი ქაბაქ ქემანე, აზერბაიჯანული ვიოლინო) და თუგაი ბუთუნი (სალამური, ბაღლამა, რიტმი). თბილისში კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ხალხური მუსიკის ხელოვანები. ორივე კონცერტზე დასწრება თავისუფალია.