ზაფხულის სემესტრის თურქული ენის ონლაინ კურსები დაიწყო

Yazıcı-dostu sürüm

ზაფხულის სემესტრის თურქული ენის ონლაინ კურსები დაიწყო თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, რომლის საქმიანობის მიზანია საქართველოში თურქული ენის, თურქეთის ისტორიის, ხელოვნებისა და ლიტერატურის პოპულარიზაცია და თურქული ენის სწავლება უცხოელებისათვის, 2020 წლის 08 ივნისს ზაფხულის სემესტრის თურქული ენის კურსები დაიწყო. თურქული ენის სწავლება მიმდინარეობს A1, A2, B1, B2, C1 საფეხურებზე და ენის კურსებით დაინტერესდნენ არა მხოლოდ ქართველები, არამედ საქართველოში მცხოვრები უცხოელებიც.

Covid-19 პანდემიის გამო, რომელმაც მთელს მსოფლიოზე მოახდინა გავლენა, აღნიშნულ სემესტრში მეცადინეობები ჩატარდება არა პირისპირ, არამედ ინტერნეტის საშუალებით. 3- თვიანი კურსების განმავლობაში მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა თურქული ენის შესწავლა გააგრძელონ პანდემიის დროსაც.

თურქული ენის სწავლების სისტემა იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში ინსტიტუტის ფარგლებში გახნილი კურსების მეშვეობით 2012 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 3000 ადამიანმა შეისწავლა თურქული ენა. კურსებზე, რომლის მიზანიცაა თურქულის, როგოც მსოფლიო ენის სწავლება, მეცადინეობები მიმდინარეობს ენებისათვის საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს მიხედვით და ყურადღებას თანაბრად ამახვილებს ოთხ ძირითად უნარზე (მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა).

ენის სწავლება მიმდინარეობს ექვს საფეხურზე A1, A2, B1, B2, C1, C2 და სწავლების ენა თურქულია.  თითო საფეხური შედგება ორი 72-საათიანი ქვესაფეხურისაგან.  გაკვეთილებზე გამოიყენება იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოების კრებული  Yedi İklim Türkçe და მეცადინეობებს ატარებენ სფეროს სპეციალისტი და გამოცდილი პედაგოგები. კურსის დასასრულს მსენელს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს გამოცდას, მიეცემა სერტიფიკატი და ეძლევა უფლება სწავლა გააგრძელოს შემდეგ საფეხურზე.

ჩემი არჩევანია თურქული

ინსტიტუტი, რომლის მიზანია თურქული ენის სწავლებასთან ერთად თურქული კულტურის გაცნობა, საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება, აგრძელებს პროექტს „ჩემი არჩევანია თურქული“.

საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის თურქული ენის, როგორც არჩევითი უცხო ენის სასწავლებლად, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი 2013 წლიდან ქ. თბილისში ახორციელებს პროექტს „ჩემი არჩევანია თურქული“.  პროექტის ფარგლებში, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ისნტიტუტის კოორდინაციით თბილისში თურქული ენა ისწავლება, როგორც მეორეული არჩევითი ენა.

 

Diğer Etkinlikler

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი (YEE) საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ოფიციალურ ინსტიტუტსა და ორგანიზაციასთან...

პანდემიის დასრულებასთან ერთად მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება ძველ ცხოვრებას. თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში,...

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოში თურქული კულტურის, ისტორიის, ხელოვნებისა და ლიტერატურის...

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოში თურქული კულტურის, ისტორიის, ხელოვნებისა და ლიტერატურის...