თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში თურქული ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსები იწყება [1]
თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში ზრდასრულთათვის თურქული ენის შემსწავლელ ინტენსიურ კურსებზე მეცადინეობები 2019 წლის 24 ივნისს დაიწყება. თურქული ენის კურსები A1; A2; B1; B2; C1; C2 სულ 6 საფეხურისგან შედგება. თითოეული საფეხური შედგება 2 კურსისაგან და კვირაში 15 საათიანი, ჯამში 72 საათიანი მეცადინეობებისაგან. ჩვენს ცენტრებში თურქული ენის კურსებზე სამუშაო ენაა თურქული და ევროპულ ენათა საერთო ჩარჩოს ფარგლებში იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ შედგენილი ნაკრები Yedi İklim Türkçe გამოიყენება. თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე გამოიყენება მასალები კითხვის, მოსმენის, წერისა და მეტყველების უნარების განსავითარებლად. კურსის დასასრულს წარმატებულ მსმენელებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
კურსებზე რეგისტრაციის თარიღები:
3 - 21 ივნისი 2019
ენის ცოდნის განსმსაზღვრელი გამოცდის რეგისტრაციის თარიღი:
3-18 ივნისი 2019
ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდის თარიღი:
19 ივნისი 2019
კურსის დაწყების თარიღი:
24 ივნისი 2019
კურსის დამთავრების თარიღი:
25 ივლისი 2019
დეტალური ინფორმაციისთვის;
☎️ +995322980097
? tiflis@yee.org.tr [2]