იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი თბილისის მე-3 საბავშვო ფესტივალზე [1]
თბილისის მე-3 საბავშვო ფესტივალი თბილისის მერიის ორგანიზატორობითა და თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მონაწილეობით 2020 წლის 5 სექტემბერს მუშტაიდის პარკში ჩატარდა.
ფესტივალზე, სადაც Covide 19-დან გამომდინარე დაცული იყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა საჭირო უსაფრთხოების ზომა, მონაწილეობდნენ: სპორტისა და ხელოვნების სკოლები, საბავშვო კლუბები, ჯანდაცვის ორგანიზაციები, ენისა და რეწვის შემსწავლელი ცენტრები, კვების კომპანიები, გამომცემლობები და ბევრი სხვა ისეთი ადგილობრივი თუ უცხოელი დაწესებულება, რომელთა სამიზნე აუდიტორიაც ბავშვებია. შეჯიბრებებმა, პრეზენტაციებმა, თამაშებმა და ხელოვნების სახელოსნოებმა ბავშვებს ერთი დღე გაუფერადა.
ინსტიტუტის სტენდზე წარმოდგენილი იყო ებრუს ხელოვნება. პატარებმა ისიამოვნეს მათივე შერჩეული ფერებით წყალზე ლამაზი ნახატების შექმნით.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია თურქული ენის შემსწავლელი კურსების, თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდის (TYS), თურქული ენის საზაფხულო სკოლის, პროექტის „თურქული ჩემი არჩევანია“, ონლაინ აპლიკაციებისა და კულტურული ღონისძიებების შესახებ.