თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი ევროპული ენების დღეზე [1]
13.10.2020
ღონისძიება „ევროპული ენების დღე“ ჩატარდა 2020 წლის 26 სექტემბერს საქართველოში მოქმედი უცხოური ინსტიტუტებისა და ენების შემსწავლელი ცენტრების თანაშრომლობით. ღნისძიების ფარგლებში 8-18 წლის მოსწავლეებისათვის მოეწყო შემეცნებითი თამაშები, სახელოსნოები, ინტელექტუალური შეჯიბრებები, მუსიკალური ღონისძიებები, კითხვისა და ხელოვნების ვორკ-შოპები. მასწავლებლებისთვის კი ჩატარდა ონლაინ ტრენინგები. ღონისძიების ნაწილმა, რომელშიც თურქულ სიმღერებს ეთმობოდა ადგილი, მოსწავლეების დაინტერესება გამოიწვია.
ღონისძიების დასასრულს კი, 2020 წლის 9 ოქტომბერს Gif-ის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისათვის გაიმართა დაჯილოდების ცერემონია გოეთეს ინსტიტუტში.