თანამშრომლობასთან დაკავშირებული შეხვედრა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში [1]
2020 წლის 16 დეკემბერს, სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განსახილველად, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის სახელით გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტს ვეწვიეთ.
ვიზიტის დროს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. გიორგი სოსიაშვილმა აღნიშნა, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის სამეცნიერო კავშირების განსამტკიცებლად თურქული ენის შესწავლა სასარგებლო იქნება, როგორც პროფესორ-მასწავლებლებისთვის, აგრეთვე სტუდენტებისთვის.
შეხვედრის შემდეგ მიღებულ იქნა ერთობლივი გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ფარგლებში თურქული კაბინეტის გახსნის შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაიგეგმა უახლოეს მომავალში გადასადგმელი ნაბიჯები.