თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი ევროპული ენების დღეზე [1]
30.11.2021
2021 წლის 26 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე საქართველოში მოქმედი უცხოური ინსტიტუტებისა და ენების შემსწავლელი ცენტრების თანაშრომლობით „ევროპული ენების დღე“ ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში 8-18 წლის მოსწავლეებისათვის ონლაინ მოეწყო შემეცნებითი თამაშები, სახელოსნოები, ინტელექტუალური შეჯიბრებები, მუსიკალური ღონისძიებები, კითხვისა და ხელოვნების ვორკ-შოპები. აგრეთვე პედაგოგებისთვის ჩატარდა ტრენინგები.
ღონისძიების ფარგლებში 1 ოქტომბერს თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა 8-18 წლის მოსწავლეებისთვის ჩაატარა თურქული ენის საჩვენებელი ონლაინ გაკვეთილი.