საუბრები თურქული ლიტერატურის შესახებ [1]
2022 წლის 29 იანვარს შედგა ონლაინ ღონისძიება საუბრები თურქული ლიტერატურის შესახებ თემაზე: „ეროვნული ლიტერატურის პერიოდის თურქული ლიტერატურა“.
მომხსენებელმა ასოც.პროფ. სალიჰ უჩაქმა განიხილა ეროვნული ლიტერატურის პერიოდის ზოგადი მახასიათებლები და ხელოვანები, საუბარი ძალიან საინტერესოდ გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
ონლაინ ღონისძიების ბოლოს, რომელსაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თურქოლოგები და სტუდენტები ესწრებოდნენ, მონაწილეებმა კმაყოფილება გამოხატეს და მადლობა გადაუხადეს მომხსენებელ ასოც. პროფ. სალიჰ უჩაქსა და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს და მსგავსი ღონისძიებების გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.