თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში თურქული ენის შემსწავლელი კურსები იწყება [1]
თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში ზრდასრულთათვის თურქული ენის კურსებზე მეცადინეობები 2019 წლის 4 მარტს დაიწყება. თურქული ენის კურსები A1; A2; B1; B2; C1; C2 სულ 6 საფეხურისგან შედგება. თითოეული საფეხური შედგება 2 კურსისაგან და კვირაში 6 საათიანი, ჯამში 72 საათიანი მეცადინეობებისაგან. ჩვენს ცენტრებში თურქული ენის კურსებზე სამუშაო ენაა თურქული და ევროპულ ენათა საერთო ჩარჩოს ფარგლებში იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ შედგენილი ნაკრები Yedi İklim Türkçe გამოიყენება. თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე გამოიყენება მასალები კითხვის, მოსმენის, წერისა და მეტყველების უნარების განსავითარებლად. კურსის დასასრულს წარმატებულ მსმენელებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
კურსებზე რეგისტრაციის თარიღები:
11 თებერვალი - 1 მარტი 2019
ენის ცოდნის განსმსაზღვრელი გამოცდის რეგისტრაციის თარიღი:
11-19.02.2019
ენის ცოდნის განმსაზღვრელი გამოცდის თარიღი:
20 თებერვალი 2019
კურსის დაწყების თარიღი:
04.03.2019