თურქული ჩაი თბილისში [1]
თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა თბილისის ყოველწლიურ ჩაისა და ყველის ფესტივალზე, რომელიც გაზაფხულობით იმართება, თურქული ჩაი წარადგინა. ფესტივალი 2022 წლის 1 მაისს მთაწმინდის პარკში ქართული ყველის მკვლევარის ანა მიქაძისა და ჩაის ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა. სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული ჩაისა და ყველის დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ. ფესტივალს ესწრებოდნენ ქართველი პოლიტიკოსები, უცხო ქვეყნის წარმომადგენელი დიპლომატები, უცხოელი ტურისტები და ადგილობრივი მოსახლეობა.
თურქულმა ჩაიმ დიდი მოწონება დაიმსახურა
თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი სტუმრებს ტრადიციული წესით მომზადებული მრავალფეროვანი თურქული ჩაით გაუმასპინძლდა. სტენდზე ასევე ადგილი დაეთმო თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდის TYS, დისტანციურად თურქული ენის სწავლების პორტალის, თურქული ენისა და რეწვის შემსწავლელი კურსების წარდგენასაც.