გაეცანით თურქულ კულტურას

გაეცანით თურქულ კულტურას

Yazıcı-dostu sürüm

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა მოკლე დროში განახორციელა არაერთი სერიოზული და საყურადღებო ღონისძიება. ინსტიტუტის უმთავრესი მიზანი მდიდარი კულტურის მქონე თურქეთის შესაბამისი ფორმითა და ღირსეული წარმომადგენლებით პოპულარიზაციაა. ჩვენი ღონისძიებების მთავარი მიზანია ქვეყნის თვალსაჩინო და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ქვეყნის გარეთ გაცნობა.

მსოფლიოში თურქეთი მეტწილად თავისი ისტორიითაა ცნობილი. ვისახავთ რა მიზნად ისტორიული სიმდიდრის პოპულარიზაციას, ამასთან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის სფეროებში ყოველდღიურ ცვლილებებს. ვცდილობთ ძირძველი ტრადიციების კულტურული კოდების თანამედროვე ხელოვნებასთან შერწყმით მრავალფეროვანი კულტურული პერსპექტივების შეთავაზებას. როგორც თურქული ლიტერატურის უკვდავი წარმომადგენელი მწერალი აჰმედ ჰამდი თანპინარი ამბობს, განახლება საჭიროა ცვლილებებით მოხდეს. სულიერი ვალდებულია ყველაფერი შეცვალოს, ვალდებულია შეცვალოს და განაახლოს. ცვლილება კი თანმიმდევრულობას შეინარჩუნებს, თუ იგი არსებული მიმართულებით გააგრძელებს სვალს. აჰმედ ჰამდი თანპინარი ამას შემდეგნაირად ხსნისЖ Эწინსვლით ცვლილება, ცვლილებით წინსვლა.Э

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი, თანპინარის სიტყვისამებრ, იცვლება წინსვლით და ცვლილებით მიიწევს წინ.  ვცდილობთ ხალხს მივაწოდოთ, გავაცნოთ ტრადიციები და თანამედროვე სამყარო, მუდვიმად განვითარებადი და ცვალებადი კულტურული მემკვიდრეობა და ყველაფერი, რაც ამ მიწას უკავშირდება. დედეს ვარგნერთან, იუნუსის ვერლაინთან, ბაქის გოეთესთან შეხვედრით ვცდილობთ ჩვენივე ღირებულებების გადმოცემასა და გაგებას. ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ საკუთარი კულტურული ატლასის ფერების გადმოცემაზე არამედ, ვცდილობთ სხვა ერების კულტურული სიმდიდრეების შესწავლასა და გაგებას, მათ უფრო ახლოს გაცნობას, და ახალი მეთოდების შემუშავებას.

ამ ხმრივ, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის იმ ქვეყნის კულტურასა და კულტურულ ღირებულებებს სადაც მდებარეობს ჩვენი კულტურის ცენტრები. ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას კულტურულ ღონისძიებებში, რომელიც მიზნად ისახავს მასპინძელ და სტუმარ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება-გაძლიერებას. ჩვენი მთავარი მიზანი მხოლოდ საკუთარი ღირებულებების წარდგენა პოპულარიზაცია არა, სხვა ქვეყნის ღირებულებების გაცნობაა.

ჩვენი ისნტიტუტის მთავარი მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს არა მხოლოდ თურქეთში აღზრდილ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, არამედ წარსულსა თუ დღესდღეობით თურქეთთან დაკავშირებული ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროების წარმომადგენლებს და განახორციელოს ღონისძიებები. ღონისძიებების განხორციელებისას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კულურულ თანამშრომლობას. გვჯერა, რომ ერთობლივად ორგანიზებული ღონისძიებები კულტურათა გაცვლის საუკეთესო გზაა.

ცვალებად სამყაროში ჩვენი ქვეყნის კულტურული და მეცნიერული ღირებულებების საერთაშორისო არენაზე გატანა და გაცნობა და Эსხვა ერების გამოცდილებისЭ გაზიარება ჩვენი მიზანია. ვთვლით, რომ კულტურული და მეცნიერული კავშირები ყოველ მხრივ სასარგებლო და ღირებულია. ამ მიზნით ვაგრძელებთ დედეს ვარგნელთან, იუნუსის ვერლაინთან, ბაქის კი გოეთესთან შეხვედრას.