გაიარეთ გამოცდა

გაიარეთ გამოცდა

Yazıcı-dostu sürüm

1. რას ნიშნავს თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდა (TYS) ?

ეს არის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული, ენის ცოდნის ძირითადი უნარების შემფასებელი, საერთაშორისო სტანდარტების მქონე გამოცდა, რომლის მიზანია, განსაზღვროს, რა საფეხურზე ფლობენ ენას ისინი, ვინც თურქულს სწავლობენ, როგორც უცხო ენას, ან ვისთვისაც თურქული მშობლიური ენაა.

2. ვის შეუძლია გაიაროს თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდა?

თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდაზე გასვლა შეუძლია მსმენელებს, რომელნიც თურქულს სწავლობენ როგორც უცხო ენას; სტუდენტებს, რომელთაც სურთ თურქეთში უნივერსიტეტებში განათლების მიღება და ამისათვის სჭირდებათ ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი; ქვეყნის გარეთ თურქული ენის მასწავლებლობის კანდიდატებს, რომელთაც სურთ სხვადასხვა ორგანიზაციებში მუშაობა; თარჯიმნებს, რომელთაც სურთ დაისაბუთონ თურქული ენის ცოდნა; მოკლედ, ყველას, ვისაც სურს შეიფასოს ენის ცოდნა.

3. რატომ უნდა გავიარო თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდა?

თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდა არის გამოცდა, რომელიც აფასებს თურქული ენის უნარებს და იძლევა ცნობას. თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, თქვენ თავისუფლდებით თურქეთში უნივერსიტეტებში ენის მოსამზადებელი კურსებისაგან; საუშაო შეხვედრებზე, ენის გამოცდაზე გაუსვლელად შეძლებთ დაამტკიცოთ თურქული ენის ცოდნა; შეგიძლიათ გამოიყენოთ აკადემიური მიზნებისათვის.

4. როგორ დავრეგისტრირდე თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდაზე?

გამოცდაზე რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ მისამართიდან: sinav.yee.org.tr .

5. რომელი ნაწილებისაგან შედგება თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდა?

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდა შედგება ოთხი ნაწილისაგან: „კითხვა, მოსმენა, წერა და საუბარი (მონოლოგი, დიალოგი)“.  კანდიდატი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს თითოეულ უნარს, მიიღებს თურქული ენის ცოდნის დამადასტურებელ  ცნობას.

6. როგორ ტარდება თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდა?

თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდა 3 სექციისაგან შედგება. 1. ნაწილში კანდიდატები პასუხობენ შეკითხვებს კითხვით და მოსმენით ნაწილში; მე-2 სექციაა - წერა; მე-3 სექცია კი მონოლოგსა და დიალოგს ეთმობა.

7. რამდენ ხანს გრძელდება თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდა?

თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდის ხანგრძლივობა ასეთია: კითხვა- 60, მოსმენა-45, წერა-60, მონოლოგი-5, დიალოგი - 10 წუთი; სულ-180 წუთი.

8. თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდა წელიწადში რამდენჯერ ტარდება?

თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება წელიწადში სამჯერ, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ განსაზღვრულ და tys.yee.org.tr მისამართზე მითითებულ თარიღებში. გამოცდა ერთოდროულად ტარდება თურქეთსა და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის თურქული კულტურის ცენტრები.

9. შემიძლია ვნახო თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდის ნიმუში?

TYS ნიმუშები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მისამართიდან tys.yee.org.tr .