ისწავლეთ თურქული ენა

ისწავლეთ თურქული ენა

1.

ბოლო დროს თურქეთის სხვა ქვეყნებთან არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა ისტორიულ-კულტურული კავშირების წყალობით, თურქული ისწავლება როგორც უცხო ენა და მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად ვრცელდება. მსმენელთა რაოდენობის მატებასთან ერთად იზრდება ამ სფეროში გამოცდილებაც.

მსოფლიოს ყველა კუთხეში დაარსებული  იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტთან არსებული თურქული კულტურის ცენტრების მეშვეობით, თურქული ენის სწავლის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთ ქვეყნებში ისწავლონ თურქული, როგორც უცხო ენა.

იუნუს ემრეს სახელობის თურქული კულტურის ცენტრების თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე ენა ისწავლება, როგორც უცხო ენის სწავლების პრინციპების, ასევე  საერთო ევროპული სტანდარტების ფარგლებში დადგენილი ენის დონეებისა და კომპეტენციების საფუძველზე. კურსებზე ხშირად გამოიყენება ტექნოლოგიური შესაძლებლობები და მსმენელთა საჭიროების მიხედვით თანამედროვე მეთოდებით მომზადებული მრავალფეროვანი საგაკვეთილო რესურსები.

კულტურის ცენტრებში ზოგადი თურქულის კურსების პარალელურად არის აგრეთვე ბიზნეს თურქულის, სათარჯიმნო გაკვეთილების, ტურისტული თურქულისა და ბავშვთათვის განკუთვნილი კურსები; კურსების წარმატებულ მსმენელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ „თურქული ენის საზაფხულო სკოლაში“, რომლის ფარგლებშიც მათ შესაძლებლობა ეძლევათ გაიარონ პრაქტიკა თურქულ ენაში, ახლოს გაიცნონ თურქეთი და თურქული კულტურა.

2.

მსოფლიოს თურქულ ენა ვასწავლით

2009 წლიდან დღემდე კულტურის ცენტრებში თურქული ენა დაახლოებით 26 000 მსმენელმა შეისწავლა. კულტურის ცენტრების გარდა, თურქული ენის შემსწავლელი კურსები იხსნება სპეციალური ჯგუფებისათვისЖ სამხედრო პირების, ბანკის თანამშრომლების, ბიზნესმენების 9 ბიზნეს თურქული0, ბავშვებისა და თურქოლოგიის სტუდენტებისათვის. ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების თურქული ენის კურსების უზრუნველყოფა რესურსებითა და მასწავლებლით.

ვითვალისწინებთ მსმენელთა ინდივიდუალურ განსხვავებებს

სასწავლო სისტემაში, მსმენელთა ინდივიდუალური განსხვავებების გათვალისწინებითა და გაანალიზებით, სიტუაციისა და მოთხოვნების შესაბამისად დგება სპეციალური კურსები სხვადასხვა მიმართულებით. ჯგუფების შედგენისას სასწავლო პროცესის ნაყოფიერებისათვის ვითვალისწინებთ მსმენელთა მიზნებს თურქულ ენაში, საჭიროებებს, ასაკს, განათლების საფეხურსა და სხვა.

ვითვალისწინებთ ენის სწავლების თანამედროვე მიდგომებს

იუნუს ემრეს სახელობის თურქული კულტურის ცენტრებში თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე, ენა ისწავლება როგორც უცხო ენის სწავლების პრინციპების, აგრეთვე საერთო ევროპული სტანდარტების ფარგლებში დადგენილი ენის დონეებისა და კომპეტენციების გათვალისწინებით. კურსებზე ხშირად გამოიყენება ტექნოლოგიური შესაძლებლობები.

 

სასაუბრო კლუბის საშუალებით ვუზრუნველყოფთ მსმენელთა პრაქტიკას

მსმენელთა ცოდნის გაღრმავების მიზნით ყველა საფეხურზე იხსნება „სასაუბრო კლუბი“.  სასაუბრო კლუბი უზრუნველყოფს , მსმენელთა თავისუფალ საუბარს ნებისმიერ თემაზე საგაკვეთილო და საგამოცდო სიტუაციიდან შორს და ენის შესწავლას ბუნებრივ გარემოში.

ვაწყობთ წიგნის კითხვის საათებს

გარდა გაკვეთილებისა, რომლებზეც გამოიყენება თეატრალური ტექნიკა, კვირაში სულ მცირე ერთი საათი, ბიბლიოთეკაში ეწყობა „წიგნის კითხვის საათი“.

საგაკვეთილო პროცესი მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებით მიმდინარეობს

თურქული ენის გაკვეთილები ტარდება 8-16 კაციან აუდიტორიებში, რომლებიც მოწყობილია “Г”-ს ფორმით. გაკვეთილებზე გამოიყენება მსმენელთა საჭიროების შესაბამისი, თანამედროვე მეთოდების გათვალისწინებით მომზადებული მრავალფეროვანი საგაკვეთილო რესურსები; სახელმძღვანელოები, სამუშაო რვეულები, მასწავლებლის წიგნი, საკითხავი წიგნები და ტექსტები, გამდიდრებული წიგნები 9Я-Лitap0; ინტერაქტიული ლექსიკონი, თემატურად დასურათებული ლექსიკონი, დასურათებული სასაუბრო ბარათები და ენობრივი აფიშები, ასევე ხმოვანი და ვიზუალური რესურსები.

თურქულის სწავლება განუსაზღვრელ დროსა და სივრცეში

მსოფლიოს ოთხივე კუთხეში  თურქული ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობა სწრაფად იზრდება. დაწყებულია მუშაობა თურქული ენის დისტანციურად სწავლის მსურველთათვის  საჭირო პაკეტებისა და თურქული ენის ვირტუალური ჯგუფების შესაქმნელად.