"გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი" ქართულად დაიბეჭდა

14/02/2018

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ საქართველოში "1574 წლის გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი" გამოიცა.

ქართული წყაროს პრეზენტაციას, რომელიც ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა, საქართველოში თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორი ზექერია გულთექინი, თსუ-ს რექტორი დარეჯან თვალთვაძე, თსუ-ს თურქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი პროფ. მარიკა ჯიქია,  თურქეთის საელჩოს განათლების საკითხებში მრჩეველი ტუფან კარადენიზი, რელიგიურ საქმეთა საკითხში მრჩეველი ნები გუმუში, მრჩეველი ვაჭრობის საკითხებში ბეშირ იდიკერი, შოთა რუსთაველის ფონდის წარმომადგენლები, აკადემიკოსები და სტუდენტები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ ხაზი გაუსვა დავთრის მნიშვნელობას და "მხოლოდ საქართველოს ისტორიის თვალსაზრისით არა, იგი ჩვენი საერთო ისტორიის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ის რომ დღეს ორ ხალხს შორის ასეთი მჭიდრო და  ახლო ურთიერთობაა  სწორედ წარსულის ფესვებიდან გამომდინარეა. და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს სამუშაო იუნუს ემრესა და რუსთაველის ფონდის ერთობლივი მხარდაჭერით იქნა განხორციელებული. ასეთი ორი მნიშვნელოვანი სახელის მატარებელი ორი ორგანიზაციის ამგვარი საქმიანობის განხორციელება, როგორც ჩვენი წარსულის ისე მომავლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია."

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსიტიტუტის დირექტორმაც ისაუბრა ისტორიული წყაროს მნიშვნელობაზე და დასძინა: "ოსმალეთის სამყაროს იმპერიად ჩამოყალიბების  მნიშვნელოვანი ფაქტორებიდან ერთ-ერთი იყო ეპოქის შესაბამისად შესანიშნავი არქივი და სააღრიცხვო სისტემა რომელიც მას ჰქონდა.".

სპეციალისტთა შორის გამორჩეულმა, საქართველოს თურქოლოგიის სკოლის ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენელთაგან ერთ ერთმა, 83 წლის პროფ. ნოდარ შენგელიამ,   რომელიც მუშობდა დავთრის შესწავლაზე ისაუბრა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო არქივის შესახებ, სადაც მან ადვილად შეძლო  საჭირო მასალების მოძიება, არქივის წარმომადგენლების მხარდაჭერაზე.  მან ასევე განაცხადა "ოსმალურ არქივებში ძალიან დიდია ინფორმაცია. იქ ყველა დაუზარებლად მიზიარებდა ინფორმაციას იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც მე მაინტერესებდა და ნებართვასაც შეუფერხებლად ვიღებდი. შემეძლო ათასობით დოკუმენტი ჩამომეტანა საქართველოში." მან ასევე განაცხადა, რომ თავდაპირველად გაუჭირდა მუშაობის დაწყება არქივებში, რადგან არ ფლობს ოსმალურ ენას, თუმცა თურქმა კოლეგებმა მას დიდი დახმარება გაუწიეს.  პროფესორმა ისაუბრა ასევე ორ წიგნზე, რომელზეც ჯერ კიდევ აგრძელებს მუშაობას და, რომელსაც  მალე გამოსცემს.

ქართულ და  ოსმალურ ენებზე გამოცემული წყარო  "1574 წლის გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი" საქართველოში თურქულ ბიბლიოთეკებსა და უნივერსიტეტებს გადაეცემათ საჩუქრად.