იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მხარდაჭერით დაბეჭდილი წიგნის „თურქული პოეზიის ანთოლოგია“ წარდგენა
იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მხარდაჭერით დაბეჭდილი წიგნის „თურქული პოეზიის ანთოლოგია“ წარდგენა, 2020 წლის 22 დეკემბერს, თურქეთის რესპუბლიკის ელჩის თბილისში ქალბატონი ფატმა ჯერენ იაზგანის, საქართველოს საპატიო კონსულის თანაშემწის იზმირში ქალბატონ მაყვალა ხარებავას, თურქი პოეტების, ქართველი მთარგმნელებისა და თურქოლოგების მონაწილეობით ციფრულ სივრცეში ჩატარდა.
თურქული პოეზიის თარგმნა ქართულ ენაზე მეოცე საუკუნის 40-იან წლებში დაიწყო. 50-60-იან წლებში ქართული პერიოდიკის ფურცლებზე კანტიკუნტად იბეჭდებოდა თურქული პოეზიის თარგმანები.
კრებულში თავმოყრილია როგორც კონკრეტულად ამ წიგნის მომზადებისას, ასევე გასულ პერიოდში თურქული ენიდან ქართულად თარგმნილი ლექსები.
ქართველმა მთარგმნელებმა და პოეტებმა შექმნეს პოეზიის საინტერესო ნიმუშები ქართულ ენაზე თურქოლოგების მიერ შესრულებული პწკარედული თარგმანების საშუალებით.
თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა თბილისში ქალბატონმა ფატმა ჯერენ იაზგანმა საუბრის დროს მადლობა გადაუხადა იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს და აღნიშნა: „დიდი ხნის შემდეგ თურქული ლექსი პირველად ხვდება ქართველ მკითხველს. ეს პროექტი ძალიან ამაღელვებელია“.
წიგნის წარდგენა თურქი და ქართველი პოეტების, მთარგმნელებისა და თურქოლოგების მიერ იმ ლექსების წაკითხვით დასრულდა, რომლებიც შესულია ანთოლოგიაში.
Diğer Etkinlikler
იუნესკომ, საქართველოს...
თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს წიგნის გამომცემელთა და...