საახალწლო გამოფენა-ბაზრობაზე თურქული სტენდი განსაკუთრებული დაინტერესებით გამოირჩეოდა

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა ქალთა საერთაშორისო ასოციაცია  საქართველოს (IWAG)  მიერ წელს მეჩვიდმეტედ გამართულ საახალწლო გამოფენა-ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე  თურქული სტენდი, რომელზეც წარმოდგენილი იყო აღმოსავლეთ შავი ზღვის განვითარების სააგენტოს (DOKA) მიერ გამოგზავნილი მოვერცხლილი ფეხსაცმელები, რიზეს ტილოს ჩანთები, შარფები, მაგიდის გადასაფარებლები, მატყლის წინდები, თურქული სამზარეულოდან ტკბილეული, ანსაკუკთრებული დაინტერესებით გამოირჩეოდა.

სტენდზე წარმოდგენილი პროდუქციის გაყიდვა საქართველოში თურქეთის სრულუფლებიანი ელჩის ზექი ლევენთ გუმრუქჩუსა და ქალბატონ სიმაი გუმრუქჩუს ხელმძღვანელობით წარიმართა და მასში თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად სხვა უფლებამოსილი პირებიც იყვნენ ჩართულნი. შემოსული თანხა უპატრონო ბავშვთა სასარგებლოდ გადაირიცხება.

გამოფენაზე თურქეთის ჩათვლით ოცდაოთხმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა და მას დაახლოებით 4 ათასამდე ადამიანი სტუმრობდა.