თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი (YEE) საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ოფიციალურ ინსტიტუტსა და ორგანიზაციასთან თანამშრომლობით თურქული ენის სწავლებასთან ერთად აგრძელებს ღონისძიებების ორგანიზებას ხელოვნების სფეროში.

აღნიშნულის ფარგლებში, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა და მსჯავრდებულთათვის თურქული ენის სწავლებასა და თანამშრომლობას კულტურისა და ხელოვნების სფეროებში.

 

ხელმოწერის ცერემონიალზე სიტყვა წარმოთქვა თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ალი ქაან ორბაიმ: „მახარებს იმის დანახვა, რომ იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი არ არის ორგანიზაცია, რომელიც ატარებს მხოლოდ ენის კურსებს, არ არის შეზღუდული მხოლოდ ინტელექტუალური აქტივობებით, არამედ ამ ყველაფერთან ერთად, კონკრეტული პროექტებით, უშუალოდ ეხება ადამიანთა ცხოვრებას. როგორც საელჩო, ვერ ვწვდებით ყველას, მაგრამ იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის საშუალებით ვცდილობთ, მივწვდეთ საზოგადოების ყველა სეგმენტს. აქედან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანია მივწვდეთ მათ, ვისაც ნამდვილად სჭირდება თანადგომა. ვიცი, რომ საქართველო პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრბდებულთა მიმართ დამოკიდებულებით მაღალ საფეხურზეა და ამ მხრივ გადადგმულია მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ნაბიჯები. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობით ამ კუთხით საქართველოს საქმიანობას შევუწყობთ ხელს.“ განახცადა ორბაიმ.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მნიშვნელობას და დასძინა: „ჩვენი ცენტრის საქმიანობის მთავარი მიზანია მსჯავრდებულთა საზოგადოებასთან ინტეგრაცია და რესოციალიზაცია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მემორანდუმი, რომელიც გაფორმდება იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტთან, არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რომლის წყალობითაც არაერთ სასარგებლო ღონისძიებას განვახორციელებთ. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა   ორ ქვეყანასა და ორ ხალხს შორის კავშირებს კიდევ უფრო გააძლიერებს.“

 

ხელმოწერის ცერემონიალზე თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის კოორდინატორმა ჯან გიურაიმ აღნიშნა: „დღეს ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენს ინსტიტუტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დაწყებულ მოლაპარაკებებს პროტოკოლის შესახებ, ცოტა ხანში ხელმოწერის ცერემონიალით ოფიციალურ სახეს მივცემთ. ჩვენ, მხარეებმა, ამ პერიოდში არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადავდგით თანამშრომლობის კუთხით. ჩვენმა ინსტიტუტმა გასულ თვეებში მსჯავრდებულთათვის ჩაატარა ვორკ-შოპი თექაში. ვეწვიეთ მაღაზიას, სადაც წარმოდგენილია მსჯავრდებულთა ხელით დამზადებული ნივთები. ვფირქობთ, ქალბატონი თამთას ხედვა, მისი გუნდის გულისხმიერი შრომა, რომელსაც მხარს უჭერს სამინისტრო, პატიმართა საზოგადოებასთან ინტეგრირებისა და რეაბილიტაციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარულნი ვართ, შევიტანოთ ამ მნიშვნელოვან საქმიანობაში ჩვენი წვლილი, როგორც ინსტიტიუტმა. გვაქვს იმედი, ჩვენი თანამშრომლობა მსჯავრდებუთა სოციალურ ცხოვრებასთან ინტეგრაციის მიზნით სამუდამოდ გაგრძელდება.“

 

ცერემონიის დასასრულს სიტყვა წარმოთქვა მსჯავრდებულთა პროფესიული განათლებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა. თამთამ აღნიშნა, რომ იუნუს ემრეს ინსტიტუტში მოსვლისას თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში და გაამახვილა ყურადღება პროტოკოლის ფარგლებში დაგეგმილ თანამშრომლობაზე. თამთამ ამასთან დასძინა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ბიბლიოთეკაში იგეგმება თურქული განყოფილების გახსნა, რაშიც ინსტიტუტის მხარდაჭერა სჭირდებათ.

Diğer Etkinlikler

2022 წლის 3 დეკემბერს  შერატონ გრანდ  თბილისი მეტეხი  პალასში ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ...

პანდემიის დასრულებასთან ერთად მსოფლიო ნელ-ნელა უბრუნდება ძველ ცხოვრებას. თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში,...

2022 წლის 15 მარტს თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში ებრუს ტრადიციული ხელოვნების შემსწავლელი კურსი დაიწყო....

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოში თურქული კულტურის, ისტორიის, ხელოვნებისა და ლიტერატურის...