ისწავლეთ თურქული ენა
თურქული ენის სწავლება ჩვენს კულტურის ცენტრებში
კულტურის ცენტრებში მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა საფეხურებზე გვაქვს თურქული ენის შემსწავლელი კურსები. ზოგადი თურქული ენის კურსთან ერთად ტარდება ბიზნეს თურქული, ბავშვებისათვის თურქული, მთარგმნელობითი და მედია თურქულის მსგავსი კურსები.
პროექტი თურქული ჩემი არჩევანია
იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის ინიციატივით ბოსნა-ჰერცოგოვინაში, საქართველოში, პოლონეთში, იაპონიაში, ეგვიპტეში, მონტენეგროსა და რუმინეთში დაწყებით, საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში თურქული ენა ისწავლება როგორც არჩევითი ან სავალდებულო მეორე უცხო ენა.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამუშაოები თურქული ენის, არჩევითი უცხო ენის სახით ოფიციალურ სასწავლო პროგრამაში შესატანად, მომზადდა კურიკულუმი, თურქული ენის სასწავლო მასალები დაწყებითი და საშუალო სკოლებისათვის.
ადგილზე თურქული ენის სწავლა
იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი, საზღვარგარეთის თურქებისა და მონათესავე თემების კავშირთან თანამშრომლობით, აძლევს შესაძლებლობას სტუდენტებს, რომელთაც მოიპოვეს თურქეთის რესპუბლიკის სტიპენდიები, თურქეთში გამგზავრებამდე, საკუთარ ქვეყანაში, ინსტიტუტის კულტურის ცენტრებში შეისწავლონ თურქული ენა.
თურქეთის სტიპენდიები: www.ytb.gov.tr
თურქული ენის საზაფხულო სკოლა
თურქული ენის საზაფხულო სკოლა ტარდება ყოველწლიურად და მასში მონაწილეობას იღებენ ქვეყნის გარეთ მდებარე იუნუს ემრეს ინსტიტუტის მსმენელები და თურქოლოგიის მიმართულების სტუდენტები. ამით ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარ ქვეყანაში შესწავლილი თურქული ენა გაიღრმავონ თურქეთში პრაქტიკით. ღონისძიების საშუალებით მსმენელები უკეთ სწავლობენ ენას და ამასთან ეძლევათ შესაძლებლობა მოინახულონ და გაეცნონ ქალაქის, რომელშიც ისინი იმყოფებიან, ისტორიული და ტურისტული ადგილები.
თურქული ენის საზაფხულო სკოლა: turkceyazokulu.com.tr
დისტანციურად თურქული ენის სწავლება
იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით მომზადებული დისტანციურად თურქული ენის სწავლების პორტალის საშუალებით, დროისა და ადგილისაგან დამოუკიდებლად, შეასწავლოს თურქული ენა. ამ თვალსაზრისით, დისტანციურად თურქული ენის სწავლების პორტალში თანმიმდევრობითაა მოცემული საფეხურების მიხედვით სიტყვები და გრამატიკული ფორმები; სტრუქტურა, რომელსაც სტუდენტები ხშირად გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ენის ოთხ ძირითად უნარზე დაყრდნობითაა მომზადებული.
თურქული ენის სწავლების პორტალი: turkce.yee.org.tr
ისწავლეთ თურქული ვიდეოებით
ვიდეოების საშუალებით, რომელიც მომზადებულია თურქული ენის პროფესიონალი მასწავლებლების მიერ სახელმძღვანელოს "Yedi İklim Türkçe" ბაზაზე, თურქული ენის შესწავლა კურსზე წაუსვლელად შეგიძ₾იათ. თემატურად დაყოფილი ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე.
თურქული ენის სასწავლო მასალები
იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ, საჭიროებისა და სამიზნე აუდიტორიის შესაბამისად, კურიკულუმისა და მასალების განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებები ხორციელდება ენის სწავლების თანამედროვე მეთოდების საფუძველზე.
თურქული ბავშვებისთვის (ÇİT)
შედგენილია 6-9 წლამდე ბავშვებისათვის. შედგება 4 ნაკრებისაგან.
(სახელმძღვანელო, მასწავლებლის წიგნი, აუდიო მასალა CD)
თურქულს ვსწავლობ
შედგენილია 10-15 წლამდე აუდიტორიისათვის ორი A1- A2 საფეხურებისათვის. შედგება ოთხი ნაწილისაგან.
(სახელმძღვანელო, სავარჯიშო რვეული, აუდიო მასალა CD)
Yedi İklim Türkçe
შედგენილია 16 და ზემო ასაკის აუდიტორიისათვის; A1- C2 სულ 6 საფეხურისათვის.
(სახელმძღვანელო, სავარჯიშო რვეული, მასწავლებლის წიგნი, აუდიო მასალა CD)
ნახატებით ვსწავლობ თურქულს
A1 საფეხურისთვის სურათებზე დაყრდნობით მომზადდა თემატური ლექსიკონი. იგი შედგება 600 სიტყვისაგან და ღონისძიებებისაგან. მოცემულია შესატყვისობები ინგლისურ, რუსულ და არაბულ ენებზე.
წერისა და მეტყველების წიგნი
გარდა A1 საფეხურის საუბრებისა და წერის კლუბებისა, მომზადებულია თურქული ენის კურსებზე გამოსაყენებლად და იგი შედგება 186 ვიზუალისა და მათთან დაკავშირებული ღონისძიებებისაგან.
ვიდეო ღონისძიებების წიგნი
მომზადებულია A1- A2 საფეხურის თურქული ენის კურსებისათვის და შედგება 32 თემატური ვიდეოსა და მათთან დაკავშირებული ღონისძიებებისაგან.
თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდა (TYS)
TYS არის ენის საკვალიფიკაციო გამოცდა, რომელიც შემუშავებულია იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ, რათა უზრუნველყოს სტანდარტიზებული თურქული ენის გამოცდა საერთაშორისო მოქმედებით და მხარი დაუჭიროს უცხოელი სტუდენტების შეხვედრის პოლიტიკას.
TYS: tys.yee.org.tr
ტრენერთა განათლება
იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი, ორგანიზებას უწევს მასწავლებელთა გადამზადების პროგრამას, რათა დააკმაყოფილოს თურქულის, როგორც უცხო ენის სწავლების სფეროში პერსონალის საჭიროება.
ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული პროგრამებიდან რამდენიმე:
- თურქული ენის, როგორც უცხო ენის სწავლების სასერთიფიკატო პროგრამა;
- უცხოელი თურქოლოგებისათვის თურქული ენის, როგორც უცხო ენის სწავლების სასერთიფიკატო პროგრამა;
- თურქული ენის, როგორც უცხო ენის სწავლების შესახებ სემინარები;
- კულტურათაშორის ადაპტაციის პროგრამა;
- ტრენინგ პროგრამები;
უცხოელი სტუდენტების გამოცდები (YÖS)
უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების გამოცდა (YÖS) არის გამოცდა, რომელსაც გადიან უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტები, რომელთაც სურთ თურქეთში უმაღლესი განათლების მიღება. ინსტიტუტი, კოორდინირებას უწევს პარტნიორი უნივერსიტეტების გამოცდების ჩატარებას ხელსაყრელ პირობებში და საიმედო გარემოში.
თურქულს თანამედროვე მეთოდებით ვასწავლით!
ინტერაქტიული დაფები, სერთიფიცირებული პედაგოგები, დამხმარე რესურსები, ენის თემატური აფიშები, სამიზნე აუდიტორიის შესაბამისი სასწავლო მასალები, 8-16 კაციანი U წყობის კლასები...
იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის სახელით საერთაშორისო სფეროში ვასწავლით თურქულს, რომელიც მსოფლიო ენაა, როგორც უცხო ენას; ამის ფარგლებში, მსმენელების საჭიროებისა და თანამედროვე მეთოდების გათვალისწინებით ვამზადებთ სასწავლო საშუალებებს და მასალებს.
მსოფლიოს ვასწავლით თურქულს
2009 წლიდან დღემდე, ქვეყნის გარეთ მდებარე კულტურის ცენტრების მეშვეობით, თურქული ენის კურსებზე, ინსტიტუტის ინიციატივითა და მხარდაჭერით საზღვარგარეთ სკოლებში როგორც არჩევითი ენა და სავალდებულო საგანი, თურქოლოგიის მიმართულებაზე თურქული ენის მეცადინეობების ფარგლებში დაახლოებით 100 000 ადამიანმა ისწავლა თურქული ენა.