×

Error message

Notice: unserialize(): Error at offset 4 of 4 bytes in variable_initialize() (line 1202 of /home/yeeorg/public_html/includes/bootstrap.inc).

რატომ იუნუს ემრე

რატომ იუნუს ემრე

Yazıcı-dostu sürüm

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიუტი ატარებს მე-13-მე-14 საუკუნეებში მოღვაწე ანატოლიის სუფისტი პოეტის იუნუს ემრეს სახელს.  მისი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი სიმბოლოა ადამიანური ღირებულებების, ჰუმანიზმისა და მშვიდობის. შესაბამისად, ჩვენი ინსტიტუტი ცდილობს, გააცნოს მსოფლიოს თურქეთის კულტურა და ხელოვნება. ცივილიზაციის ყველაზე ნატიფი და გამორჩეული ენის გამოყენებით ეწევა საქმიანობას მშვიდობიანი მსოფლიოსათვის. მთელი მსოფლიოსათვის ჩვენი ხმის მისაწვდომად, მიზნის მისაღწევად, პირველ რიგში, საჭიროა წარვადგინოთ სწორად საკუთარი კულტურა და ღირებულებები.  შემთხვევით არ შერჩეულა  სახელი იუნუს ემრე  ჩვენი ისტიტუტისთვის, რომლის საქმიანობაც სწორედ ხალხზეა ორიენტირებული. იუნუს ემრემ, ამ უდიდესმა პოეტმა საკუთარი ლექსებით არა მარტო მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თურქული ენის განვითარებაში, არამედ საყოველთაო ადამიანურ ფასეულობებზე დაფუძნებული ფილოსოფიის მეშვეობით კაცობრიობას დაუტოვა გზავნილი, იცხოვრონ მშვიდობით განურჩევლად რელიგიისა, ენისა თუ რასისა. იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი პრინციპიც ხომ სწორედ ამ ფილოსოფიას ეფუძნება.