თბილისში “მამაჩემი და ჩემი ვაჟი”

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს ინსტიტუტში "თურქული კინოს დღეების" ფარგლებში თურქული კინოს  ბოლო დროის  ყველაზე წარმატებულ ფილმად აღიარებული ფილმის "მამაჩემი და ჩემი ვაჟი" ჩვენება გაიმართა.

ფილმმა, რომლის რეჟისორიცაა ჩაღან ირმაკი, ხოლო მთავარ როლებში არიან: ჩეთინ თეკინდორი, ჰუმეირა აკბაი, ფიქრეთ ქუშქანი და ეგე თანმანი, ინსტიტუტის მსმენელებისა და თურქეთის მოქალაქეების დიდი ინტერესი დაიმსახურა. 2019 წლის 1 აპრილს გამართული ფილმის ჩვენების შემდეგ კინომოყვარულებმა განაცხადეს, რომ ფილმი ძალიან მოეწონათ და მოუთმენლად ელიან შემდეგ კინოსეანსს. 

თბილისის იუნუს ემრეს ინსტიტუტში "თურქული კინოს დღეები" საყვარელი თურქული ფილმების ჩვენებით გააგრძელებს ღონისძიებებს.

მამაჩემი და ჩემი ვაჟი

პატარა დენიზის დაბადებას დედის გარდაცვალება მოჰყვება. რადგან მამამისსა და ბაბუას შორის ურთიერთობა დაძაბულია, იგი ბაბუას შვიდ წლამდე ვერ შეხვდება. 7 წლის დენიზის მამა სადიკი უკურნებელი სენით დაავადდება. იგი გაემგზავრება მამაისის სოფელში ეგეში, რათა მიაბაროს მას ვაჟი. დენიზი აქ ნამდვილი ოჯახის სითბოს ჰპოვებს.