თურქული ენის პრეზენტაცია „ენების ევროპულ დღეზე“

Yazıcı-dostu sürüm

2019 წლის 28 სექტემბერს კავკასიის ფრანგულ სკოლაში თბილისში მოღვაწე უცხოელი ინსტიტუტების თანამშრომლობით გაიმართა „ენების ევროპული დღე“ .

8-18 წლის აუდიტორიისათვის დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა საგანმანათლებლო თამაშები,  ვორკ შოპები უცხო ენებში (თურქული ენაში, ინგლისურში, გერმანულში, ფრანგულში, იტალიურში, ესპანურში, პორტუგალიურში, პოლონურში, ფინურსა და ბერძნულში), შემეცნებითი შეჯიბრებები, თამაშები, ცეკვები, კითხვისა და ხელოვნების სახელოსნოები. ჩვენი ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა საპილოტო გაკვეთილმა პატარების დაინტერესება გამოიწვია. ღონისძიების ფარგლებში მოსულ სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია თურქული ენის კურსების, თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდის   (TYS), თურქული ენის საზაფხულო სკოლის, თურქული ჩემი არჩევანია პროექტისა და ჩვენი ინსტიტუტის კულტურული ღონისძიებების შესახებ.

ენების ევროპული დღის წლევანდელი ღონისძიების კოორდინატორი ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა პიერ კლუემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ უცხო ენის ცოდნა მნიშვნელოვანია, როგორც საქმიანობისათვის, განათლების, პიროვნულ განვითარების, ისე კულტურათაშორის დიალოგისა და კიდევ სხვა ბევრი სხვა საკითხისათვის.

ღონისძიება ფოტოგადაღებითა და დაჯილდოების ცერემონიით დასასრულს მიუახლოვდა.