პროექტში - „ჩემი არჩევანია თურქული ენა“ -მონაწილე მოსწავლეთა მიერ თურქეთის თემაზე შექმნილი ნახატები

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა პროექტში-„ჩემი არჩევანია თურქული ენა“ -მონაწილეთათვის ციფრულ პლატფორმაზე  ჩაატარა საპრიზო კონკურსი ფერწერაში თემაზე „თურქეთი“, რომელშიც მრავალმა მსურველმა მიიღო მონაწილეობა.

კონკურსი დაიწყო განცხადების განთავსებით ინსტიტუტის სოციალურ მედიასივრცეებსა და პროექტში მონაწილე სკოლებში. დაწყებითი და საშუალო კლასების მოსწავლეებს, რომლებიც Covid-19 ეპიდემიის გამო  სკოლაში სიარულს ვერ ახერხებენ, უნდა დაეხატათ თავისი თვალით დანახული თურქეთი.  ბავშვებმა სახლის პირობებში დახატული ერთმანეთზე ლამაზი ნაშრომების ფოტოები გამოგზავნეს ინსტიტუტის სოციალურ გვერდზე და ამგვარად ჩაერთნენ კონკურსში. ყურადღება მიიქცია იმ ნახატებმა, რომლებშიც ხაზგასმული იყო ქართულ-თურქული მეგობრობა. ამასთან ნახატების თემატიკა იყო კეთილგანწყობა და მეზობლობა.  კონკურსზე განაცხადის შეტანის ვადის ამოწურვის შემდეგ ნაშრომები განთავსდა სოციალურ ქსელზე და საზოგადოებას ხმის მიცემის  საშუალება მიეცა. სამდღიანი შეჯიბრების შემდეგ დაგროვებული ხმების მიხედვით გამოვლინდა ხუთი გამარჯვებული. გამარჯვებულ მხატვრებს: თეკლა ქურცაძე, მარიამ თეთრუაშვილს, გიორგი კოპაძეს, ხატია ჩარგაზიასა და მარიამ მუღალაშვილს პრიზები ინსტიტუტში სოციალური დისტანციის დაცვით გადაეცათ.

Covid-19-ის პერიოდში სამიზნე აუდიტორიას ინსტიტუტი ციფრული ღონისძიებებით უკავშირდება. ჩატარებული ღონისძიებების საშუალებით ინსტიტუტმა  130 ათასზე მეტ ადამიანს მიაწვდინა ხმა. ჩვენი ინსტიტუტი კვლავ აგრძელებს ციფრული ღონისძიებებს.