განათლების გამოფენა საქართველოში

Yazıcı-dostu sürüm

ექსპო ჯორჯიას ორგანიზებით  თბილისში გამართულ მე-5 საერთაშორისო  განათლების გამოფენაზე, რომელშიც მონაწილეობდა 13 ქვეყნიდან 96 უნივერსიტეტი და საგანმანათლებლო დაწესებულება,  იუნუს ემრეს  სახელობის ინსტიტუტის თბილისის თურქული კულტურის ცენტრის სტენდმა ვიზიტორთა დაინტერესება გამოიწვია.

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს გადაეცათ იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ მომზადებული ბროშურები თურქული ენის სწავლების, თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდისა და თურქეთის სტიპენდიების შესახებ.

გამოფენა, რომლის მონაწილეთა შორის იყვნენ უნივერსიტეტები და სასწავლო დაწესებულებები  აშშ-დან, თურქეთიდან, ინგლისიდან, საქართველოდან, შვედეთიდან, ლიტვადან, ლატვიადან, პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან, ესტონეთიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან,  2 დღეს გაგრძელდა და დაახლოებით 10 ათასამდე სტუმარი ეწვია.