23 აპრილი ბავშვთა და ეროვნული სუვერენიტეტის დღე საქართველოში დიდი ენთუზიაზმით აღინიშნა

Yazıcı-dostu sürüm

თბილისში თურქეთის საელჩოსა და იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის თბილისის თურქული კულტურის ცენტრის ორგანიზებით 23 აპრილი ბავშვთა და ეროვნული სუვერენიტეტის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება თურქეთის საელჩოში გაიმართა.

ღონისძიება სიტყვით გახსნა თურქეთის ელჩმა და ბავშვებს დღესასწაული ასე მიულოცა: „დღეს პატივით ვიხსენებთ მუსტაფა ქემალ ათათურქს, რომელმაც ეს დღე მსოფლიო ბავშვებს 95 წლის წინ უსახსოვრა.“

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა ზექერია გულთექინმა კი: „ჩვენი მთავარი მიზანია რომ იყოთ  თავისუფლად მოაზროვნე, ბეჯითი ახალგაზრდობა“ განაცხადა და გამოთქვა კმაყოფილება თურქული, როგორც არჩევითი ენა პროექტის ფარგლებში ბავშვების მომავალში შეტანილი წვლილისთვის“.

იმ სკოლის მოსწავლეებმა, რომელთანაც იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი თანამშრომლობს „არჩევითი  ენა თურქული“ პროექტის ფარგლებში, წაიკითხეს ლექსები, ხოლო 152-ე სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებულმა სიმღერებმა  “Sev Kardeşim” და “Hayat Bayram Olsa” აპლოდისმენტები დაიმსახურა.

ღონისძიება სადღესასწაულო ნამცხვრის გაჭრით გასრულდა.