ღონისძიების „საუბრები თურქოლოგიაზე“ სტუმარი გახლდათ დოქტ.სუდან ალთუნი

Yazıcı-dostu sürüm

2023 წლის 16 ნოემბერს, ხუთშაბათს, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის (YEE)  საკონფერენციო დარბაზში მოწყობილი ღონისძიების „საუბრები თურქოლოგიაზე“ სტუმარი იყო კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის მკვლევარი დოქტ.სუდან ალთუნი. მკვლევარი დამსწრეებს ესაუბრა თემაზე „თურქული და ქართული პოსტმოდერნული ლიტერატურის შედარება“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის კოორდინატორი ჯან გურაი, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი ასოც. პროფ. სალიჰ უჩაქი, თურქოლოგიის მიმართულების სტუდენტები თბილისში, თურქოლოგები და თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის თურქული ენის შემსწავლელი კურსის მსმენელები.

ღონისძიებაზე, რომელიც ასოც. პროფ. სალიჰ უჩაქის მოდერატორობით წარიმართა, დოქტ. ალთუნმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია თანამედროვე და პოსტმოდერნული მიმდინარეობების შედარებების შესახებ. გამომსვლელმა მაგალითებით ისაუბრა, ქრონოლოგიურად როგორ აისახა პოსტმოდერნიზმი ორი ქვეყნის ლიტერატურულ ნაწარმოებებში.

ლიტერატურამ სოციალურ-კულტურული ინტერაქცია უნდა გაძლიეროს

დოქტ.ალთუნმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ლიტერატურის საშუალებით ქართველ და თურქ ხალხს შორის სოციალური და კულტურული ინტერაქციის გაზრდა. აქვე დასძინა, რომ ამ საქმეში წვლილი უნდა შეიტანონ თურქოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა და ქართველ და თურქ მკითხველებამდე მიიტანონ ორივე ქვეყნის ლიტერატურული ნაწარმოებები პოსტმოდერნიზმიდან.

ღონისძიების ბოლოს თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის კოორდინატორმა ჯან გურაიმ დოქტ. ალთუნს სიგელი გადასცა.