თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში 2021 წლის შემოდგომის სემესტრის თურქული ენის შემსწავლელი კურსი დაიწყო
თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში, რომელიც საქართველოში თურქული კულტურის, ისტორიის, ხელოვნებისა და ლიტერატურის პოპულარიზაციისა და უცხოელებისთვის თურქული ენის სწავლების მიზნით საქმიანობს, 2021 წლის შემოდგომის სემესტრის თურქული ენის შემსწავლელი კურსი 27 სექტმბერს დაიწყო. თურქული ენის შემსწავლელი კურსის A1, A2, B1, B2 და C1 საფეხურებზე სწავლით დაინტერესებულთა შორის ქართველებთან ერთად საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნების მოქალაქეები და უცხოელი მისიონერებიც არიან.
კოვიდ-19 პანდემიის გამო, რომელმაც მთელს მსოფლიოზე მოახდინა გავლენა, ინსტიტუტში მეცადინეობები ჩატარდება არა პირისპირ, არამედ ინტერნეტის საშუალებით. მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ დაახლოებით სამი თვის განმავლობაში, პანდემიის პერიოდშიც შეისწავლონ თურქული ენა. ვინაიდან მეცადინეობები ინტერნეტის საშუალებით ტარდება, ჩვენს კურსებზე რეგისტრაცია გაიარა თურქული ენის შესწავლის 280-ზე მეტმა მსურველმა არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ საქართველოს ყველა კუთხიდან.
იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტსა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 2021 წლის 19 ოქტომბერს თურქული ენის შემსწავლელი კურსი უნივერისტეტის სტუდენტებისთვისაც დაიწყო.
ინსტიტუტში გახსნილ თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე 2012 წლიდან მოყოლებული დაახლოებით 3200-ზე მეტმა მსმენელმა შეისწავლა თურქული ენა. თურქული ენის შემსწავლელ კურსზე, რომელიც ერთ-ერთი მსოფლიო ენის სწავლების მიზნით გაიხსნა, სასწავლო პროცესი ენების სწავლების საერთო ევროპული სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და თანაბრად უთმობს ადგილს ენის ოთხ საბაზისო კომპონენტს (წაკითხულის გააზრება, მოსმენა, საუბარი და წერა).
ექვსი საფეხურისგან შემდგარი A1, A2, B1, B2, C1, C2 დონეების სასწავლო პროცესის სწავლების ენაა თურქული. თითოეული დონე მოიცავს 72 საათიან ორ კურსს. გაკვეთილებზე გამოიყენება იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო Yedi İklim Türkçe. საგაკვეთილო პროცესს უძღვებიან ამ სფეროში პროფესიონალი და გამოცდილი პედაგოგები. მსმენელებზე, რომლებიც საფეხურის ბოლოს წარმატებით გაივლიან კურსის დამამთავრებელ გამოცდას, გაიცემა სერთიფიკატი და მათ უფლება ეძლევათ, გაიარონ შემდეგი საფეხური.
ჩემი არჩევანია თურქული ენა
ინსტიტუტი, რომლის მიზანიც თურქული ენის სწავლებასთან ერთად თურქული კულტურის გაცნობა, საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობების განმტკიცებაა, აგრძელებს პროექტს „ჩემი არჩევანია თურქული ენა“.
საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის თურქული ენის, როგორც არჩევითი უცხო ენის სასწავლებლად, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი 2013 წლიდან ქ. თბილისში ახორციელებს პროექტს „ჩემი არჩევანია თურქული ენა“. პროექტის ფარგლებში, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ისნტიტუტის კოორდინაციით თბილისში თურქული ენა ისწავლება, როგორც მეორე არჩევითი ენა. კოვიდ-19 პანდემიის გამო ზოგიერთ სკოლაში პროექტი ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.