წინასიტყვაობა

წინასიტყვაობა

Yazıcı-dostu sürüm

წინასიტყვაობა

2009 წლიდან მოყოლებული იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი მსოფლიოს ბევრ მთავარ ქალაქში აარსებს კულტურის ცენტრებს და ამით კულტურის, ენისა და მეცნიერების დიპლომატიას ქმნის. ეჭვგარეშა, რომ იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის საქმიანობის მთავარი სახელმძღვანელოა კულტურა, რომელიც თურქეთმა საუკუნეების განმავლობაში მოიპოვა. დღეის მდგომარეობით ამერიკაში, გერმანიაში, ავსტრიაში, ალბანეთში, აზერბაიჯანში, ბელგიაში, ბოსნია ჰერცოგოვინაში, ალჟირში, საქართველოში, საფრანგეთში, მაროკოში, ჰოლანდიაში, ინგლისში, ირანში, იტალიაში, იაპონიაში, მონტენეგროში, ყაზახეთში, ყატარში, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკაში, კოსოვო, ლუბნანში, უნგრეთში, ეგვიპტეში, მაკედონიაში, მალაიზიაში, მოლდოვაში, პაკისტანში, პოლონეთში, რუმინეთში, რუსეთში, სერბეთში, სენეგალში, სომალისა და სუდანში, იორდანიასა და უკრაინაში, სულ ორმოცდათოთხმეტ (54) ქვეყანაში  მეცნიერული და კულტურული დიპლომატიიის გამოყენებით, იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი ცდილობს შექმნას დადებითი შთაბეჭდილებები თურქეთის შესახებ ქვეყნის გარეთ.

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი ცდილობს გაზარდოს თურქეთის ცნობადობა და სანდოობა საერთაშორისო არეალში, გაზარდოს თურქეთთან დაახლოებულთა და თრქეთის მეგობარი ხალხის რაოდენობა მსოფლიოს ყველა კუთხეში. ჩვენი კულტურის ცენტრების მთავარი მიზანია ითანამშრომლოს იმ ქვეყნის  გამორჩეულ მეცნიერებთან, ხელოვანებთან და განათლების სფეროში მოღავწეებთან, რომელშიც იგი ეწევა საქმიანობას და მიაწოდოს მათ თანამედროვე თურქეთის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია. ჩვენთვის ცნობილია, რომ საზოგადოებებს შორის დიალოგის და ერთობის დამყარება, ინტელიგენციას შორის კავშირის შექმნა და საერთო საქმიანობის წარმართვა მხოლოდ მეცნიერულ-კულტურული მოღვაწეობითაა შესაძებელი.

 ეჭვგარეშეა, რომ  შესთავაზო მეცნიერებისა და კულტურის სფეროში მოღვაწეებს თურქეთის მეცნიერული და კულტურული შესაძლებლობები, დიდ დიპლომატიურ უნარს მოითხოვს.

დღეს მსოფლიო მასშტაბით თურქეთს სულ 228 საგარეო წარმომადგენლობა ყავს, მათ შორის: 134 საელჩო, 81 საკონსულო, 12 მუდმივი წარმოომადგენლობა და 1 სავაჭრო ოფისი.  თურქეთის  ლონდონის პირველი ელჩის იუსუფ აგაჰ ეფენდის შემდგომ განვითარებული ეს ცვლილებები რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. პროაქტიული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აწარმოებს, ჩვენი ელჩების დამსახურებაა. აღნიშნული წიგნი შეიცავს იმ ელჩების მემუარებსა და შთაბეჭდილებებს, რომელნიც სწორედ იმ ქვეყნებში მოღვაწეობდნენ, სადაც იხსნებოდა იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტები.

როგორც ელჩების მემუარებიდან ირკვევა, შეიძლება პასუხი გაეცეს ყველა ისეთ შეკითხვას, როგორიცაა: „როგორი იყო დაარსების პროცესი, რა სირთულეების გადალახვა გახდა საჭირო საქმიანობის განსახორციელებლად, როგორი იყო ვითარება გუშინ და როგორია დღეს?“

პირველ რიგში, მადლობას ვუხდით  ელჩის მოადგილეს უმით იარდიმს წიგნის შედგენისას გაწეული დახმარებისთვის და მადლობას ვუხდით ელჩებს, ადნან ქეჩეჯის, აჰმეთ ილდიზს, ინან ოზილდიზს, ქაან ესენერს, მეჰმეთ ქემალ ბოზაის, ოღუზ დემირალფს, ომურ შოლენდილს, სონგულ ოზალს, სუფჰან ერქულას და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს- ყველას, ვინც მხარში უდგას   იუნუს ემრეს ინსტიტუტს დაარსების დღიდან დღემდე.

პრფ. შერეფ ათეში

თავმჯდომარე

 

კულტურა და დილომატია

იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის კულტურული დიპლომატიის აკადემიიის გამოცემები

 

რედაქტორები:  პროფ. შერეფ ათეში, მელეჰ ბარუთი

 გენერალური კოორდინატორი: შენოლ სელჩუკ თურანი

რედაქცია: ფატმანურ სამასთი, ჰუმეირა გირმეზ თემრენ, ჰალილ იბრაჰიმ ელსიქმა

ISBN: 978-605-2097-06-9