დონის განმსაზღვრელი გამოცდა

Yazıcı-dostu sürüm

2019 წლის 18 ივნისს,  13:00 საათზე ჩვენს ცენტრში ჩატარდება დონის განმსაზღვრელი გამოცდა  (STS).  ველით ყველას, ვისაც სურს გაიგოს, რა დონეზე ფლობს თურქულ ენას და სურს გაიაროს რეგისტრაცია ჩვენს კურსებზე. 

რას ნიშნავს დონის განმსაზღვრელი გამოცდა?

დონის განმსაზღვრელი გამოცდა (STS) არის გამოცდა, რომელიც შედგება სამი ნაწილისაგან და, რომლის მიზანია განსაზღვროს  მათი ენის ცოდნის დონე, ვინც თურქულს სწავლობდა, როგორც უცხო ენას, ან ვისთვისაც თურქული მშობლიური ენაა. 

კითხვითი ნაწილი - 90, წერა - 30, ლაპარაკი 10 წუთი, გამოცდა სულ - 130 წუთი გრძელდება.  STS-ს შემდეგ გადაწყდება თურქული ენის შემსწავლელი კურსის რომელ საფეხურზე  (A1, A2, B1, B2, C1, C2)  გაივლის რეგისტრაციას კანდიდატი.