ებრუს კურსები გრძელდება

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში ებრუს ტრადიციული ხელოვნების შემსწავლელი კურსების მეორე ეტაპი 2019 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო. 

თურქული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილის ებრუს კურსები თეორიული მასალის მიწოდებით დაიწყო და ხელოვნების ამ დარგით სხვადასხვა ასაკის ადამიანები დაინტერესდნენ. კურსის განმავლობაში მონაწილეები დაეუფლებიან ებრუს ხატვის ტექნიკას და მიეცემათ შესაძლებლობა თავად შექმნან ნახატი.

„გასულ სემესტრში ებრუს კურსებზე ბევრმა შეისწავლა ხელოვნების ეს დარგი. ამ სემესტრში დაგეგმილი გვაქვს კიდევ უფრო მეტი ტექნიკის სწავლებით ჩვენმა მსმენელებმა გაიღრმავონ ცოდნა. დღეს ჩვენთან არიან ახალი მსმენელებიც. მათ მივცემთ ებრუს ხელოვნების საბაზისო ცოდნას. ვიმედოვნებ, კურსის დასასრულს მათაც ექნებათ შემნილი ებრუს ნიმუშები.“ განაცხადა ებრუს ოსტატმა დარიკო ჩიხლაძემ პირველ გაკვეთილზე.

კურსები გაგრძელდება 2 თვე, კვირაში 6 საათი. კურსის დასასრულს იგეგმება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება მსმენელების ნამუშევრები.