იზმირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის კონცერტი საქართველოში

Yazıcı-dostu sürüm

2016 წლის 18 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში და 2016 წლის 20 ოქტომბერს თბილისის  საკონცერტო დარბაზში იზმირის სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა ქართველი მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობითა და ცნობილ პიანისტ ალექსანდრე თორაძესთან ერთად თურქეთ-საქართველოს ურთიერთობის 25 წლისთავთან დაკავშირებით კონცერტები გამართა.

საქართველოში თურქეთის საელჩოსა და თბილისის მერიის თანამშრომლობით, იუნუს ემრეს მხარდაჭერით გამართულ კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო.

კონცერტი სიტყვით გახსნა საქართველოში თურქეთის სრულუფლებიანმა ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ, რომელმაც  განაცხადა, რომ იმზირის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი პირველი უცხოელი ორკესტრია, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში, თბილისში.  გუმრუქჩუმ ამასთან მადლობა გადაუხადა იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს მხარდაჭერისთვის.

ალექსი მაჭავარიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში გამართულ მეორე კონცერტს 2 ათასამდე სტუმარი დაესწრო, რომელთა რიგებში დიპლომატიური კორპუსი, ქართველი პოლიტიკოსები,  ქართველი და თურქი ბიზნესმენები, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტისა და კონსერვატორიის სტუდენებიც იყვნენ.

კონცერტებმა, რომელზეც შესრულდა ულვი ჯემალ ერქინინ უკვდავი ნაწარმოები "ქოჩექჩე", ქართველი პიანისტის ალექსანდრე თორაძის შესრულებულმა შოსტაკოვიჩის პირველმა საფორტეპიანო კონცერტმა, ნევილ კოდალინის "თელი თურნა"-მ და ალექსი მაჭავარიანის "თურქულმა მარშმა" მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.