კონკურსი „თურქეთი და თურქული კულტურა“ და დაჯილდოების ცერემონია თბილისში

Yazıcı-dostu sürüm

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტმა საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების თურქოლოგიის მიმართულების სტუდენტებისათვის ჩაატარა კონკურსი „თურქეთი და თურქეთის კულტურა“.

კონკურსში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებს ენის ცოდნისა და თურქეთის შესახებ ზოგადი კულტურული ცოდნის გაღმრავებაში,  მონაწილეობა მიიღეს თურქოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა იმ უნივერსიტეტებიდან, რომელთანაც იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი თანამშრომლობს თურქოლოგიის მემორანდუმის ფარგლებში.

კონკურსის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა 2023 წლის 13 დეკემბერს თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზში.  ცერემონიას ესწრებოდნენ თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის კოორდინატორი ჯან გიურაი, თურქოლოგიის მიმართულების მასწავლებლები, ინსტიტუტის თანამშრომლები და სტუდენტები.

თურქული კულტურის, თურქული მუსიკის, სამზარეულოს, თურქული ლიტერატურის, თურქული არქიტექტურისა და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის თემატიკაზე მომზადებული 15 წუთიანი პრეზენტაციები შეაფასა ოთხკაციანმა ჟიურიმ, რომელიც შედგებოდა ცენტრის კოორდინატორის, განათლების საკითხებში პასუხიმსგებელი პირისა და თურქოლოგებისაგან.

კონკურსის დასასრულს, თამრიკო კახაძეს, პრეზენტაციით „ოსმალეთის სასახლის სამზარეულო“ მიენიჭა პირველი ადგილი, ქეთევან ჯინიკაშვილს ნამუშევრით „ოსმალეთის არქიტექტურული ძეგლები“  - მეორე, ხოლო თამარ ნაჭყებიას თემით „ყარაგიოზი“  - მესამე ადგილი. დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცეს თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის კოორდინატორმა ჯან გიურაიმ და თურქოლოგებმა.

პირველი ადგილის მფლობელს გადაეცა ორმხრივი ავიაბილეთი თურქეთის მიმართულებით, მეორეს-300 ლარიანი, მესამეს-250 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები, ყველა მონაწილეს კი- სერთიფიკატი.

ღონისძიება საჩუქრების გადაცემით, ფოტოგადაღებთა და გამასპინძლებით დასრულდა.