მოხსენება თემაზე  „თურქული პოეზიის ბოლო ოსტატები“ საქართველოში

Yazıcı-dostu sürüm

2017 წლის 16-17 ივნისს თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მიერ ჩატარდა სემინარი თემაზე „თურქული პოეზიის ბოლო ოსტატები“.

ღონისძიების ფარგლებში მწერალი და პოეტი უღურ ქილიჩი საქართველოში თურქოლოგიის მიმართულების სტუდენტებს შეხვდა. თბილისისა და ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში, რომელთანაც იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტს აკავშირებს თანამშრომლობის მემორანდუმი, მომხსენებელმა ქართველ თურქოლოგებს მიაწოდა ინფომრმაცია სეზაი ქარაქოჩისა და თურქული პოეზიის თანამედროვე, ცოცხალი რვა ოსტატის შესახებ. ქილიჩმა წაიკითხა თითოეული პოეტის თითო ლექსი და „ჩვენი ოსტატი სიცოცხლეშივე უნდა დავაფასოთ. ამიტომ გიამბობთ თურქული პოეზიის ცოცხალ წარმომადგენლებზე“-ო განაცხადა.

მოხსენების დასასრულს ქილიჩმა საკუთარი ლექსების კრებულიდან წაიკითხა ერთი ლექსი და უპასუხა მსმენელების შეკითხვებს.