მურატ ილდირიმი თბილისში მსმენელებს შეხვდა

Yazıcı-dostu sürüm

თურქული კინოსა და ტელე მსახიობი მურატ ილდირიმი თურქული კინოს მე-100 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში თბილისში მსმენელებს შეხვდა.

ღონისძიებაზე, რომელიც თბილისის იუნუს ემრეს ინსტიტუტში მოეწყო და რომელსაც თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, საქართველოში ორგანიზაცია  TİKA-ს კოორდინატორი მუსტაფა ქორქმაზი ესწრებოდნენ, მურატ ილდირიმმა აღნიშნა რომ მას საქართველო ძალიან უყვარს და იგი მისი მეორე სამშობლოა.

ბოლო წლებში თურქული სერიალების წარმატებაზე ისაუბრა ილდირიმმა და განაცხადა „ ძველად ბრაზილიური სერიალები პოპულარობით გამოირჩეოდა. ბოლო წლებში კი თურქულმა სერიალებმა ბევრი მაყურებელი  შეიძინა“.

ილდირიმმა გამოთქვა კმაყოფილება ქართველების სტუმართმოყვარეობის შესახებ და აღნიშნა რომ მოხიბლულია იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მსმენელებით, რომელნიც თურქულად ესაუბრნენ მას და რომელთაც მოკლე დროში შეისწავლეს თურქული ენა.