საქართველოში მსმენელების მიერ შექმნილი ტრადიციული რეწვის გამოფენა.

Yazıcı-dostu sürüm

საქართველოს დედაქალაქ თბილისში თურქეთის რესპუბლიკის განვითარების სამინისტროსა და თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის თანამშრომლობით გახსნილი ტრადიციული თურქული რეწვის კურსები გამოფენით დასრულდა.

ღონისძიება, რომელიც თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში ჩატარდა თბილისში თურქეთის ელჩის მდივანი მუთებერ ქილიჩი, თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორი ზექერია გულთექინი, მასწავლებლები, მსმენელები და ბევრი სტუმარი დაესწრო.

მოადგილე მუთებერ ქილიჩი საუბრისას შეეხო თურქეთისა და საქართველოს კულტურულ ურთოერთობებს და დასძინა, რომ მსგავსი გამოფენის გამართვით იგი კმაყოფილია.  „პროგრამაში მონაწილე პედაგოგებმა და სპეციალისტებმა ითამაშეს ორ ქვეყანას შორის კულტურული ხიდის როლი. ყველას ვუხდით მადლობას.“ განაცხადა ქილიჩმა და დასძინა, რომ საქართველოში დღითი დღე იზრდება ინტერესი თურქული ხელოვნებისადმი.

ღონისძიების დასასრულს 104 მსმენელს სერთიფიკატი გადასცეს ქილიჩმა და გულთექინმა. გამოფენაზე წარმოდგენილია 63 ნამუშევარი და იგი თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში 15 დღე უმასპინძლებს მნახველებს.