საუბარი „გურჯი ხათუნზე“ თბილისში

Yazıcı-dostu sürüm

წიგნ „გურჯი ხათუნის“ თურქული თარგმანის პრეზენტაციის ფარგლებში თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში შედგა შეხვედრა ცნობილ ქართველ მწერალ დათო ტურაშვილთან, რომლის წიგნებიც ყველაზე გაყიდვადია საქართველოში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოში თურქეთის სრულუფლებიანი ელჩი ზექი ლევენთ            გუმრუქჩუ, TİKA საქართველოს კოორდინატორი მუსტაფა ქორქმაზი, თურქ და ქართველ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე ქენან ილდირიმი, საელჩოს უფლებამოსილი პირები, ბიზნეს და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, თურქული კულტურის ცენტრის მსმენელები.

ღონისძიებაზე თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა ისაუბრა ეპოქაზე, რომელშიც ცხოვრობდა გურჯი ხათუნი, მეცნიერულ შეხვედრებზე და დერვიშების რიტუალებზე, რომელსაც აქტიურად უჭერდა მხარს დედოფალი და „დიდი მადლობა მინდა გადავუხარო დათო ტურაშვილს, რომელმაც ასეთი დიდი ისტორიული პიროვნება დღემდე შემოგვინახა“-ო განაცხადა მან.

„წიგნის საშუალებით მინდოდა გადმომეცა მევლანასა და გურჯი ხათუნის ურთიერთობა, სიყვარულის ამბავი, რომელიც სელჩუკთა სულთანს აკავშირებდა ქართველ დედოფალთან.“ -განაცხადა დათო ტურაშვილმა და ამ გზით მინდოდა თურქ და ქართველ ხალხს შორის არსებული კულტურული ხიდი კიდევ უფრო გამემყარებინა.  ტურაშვილის „ გურჯი ხათუნს იცნობენ როგორც თურქეში ისე დასავლეთშიც. სამწუხაროდ, საქართველოში იგი დაივიწყეს. ამ გზით მინდოდა იგი დამებრუნებინა ქართველი ხალხისა და საქართველოს ისტორიისათვის“-განაცხადა მწერალმა. როგორც ტურაშვილმა აღნიშნა, დაგეგმილია ფილმ „ გურჯი ხათუნის“ გადაღება.

ტურაშვილმა აღნიშნა, რომ თურქეთი საქართველოსთვის რეგიონში ყველაზე ძლიერი და კარგი მეგობარი ქვეყანაა. ორ ქვეყანას შორის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, „რკინის ფარდის ქვეყანაში“ პოლიტიკური პროპაგანდის გავლენით არასწორად ფასდებოდა, მაგრამ ბოლო წლებში ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

საუბრის დასასრულს დათო ტურაშვილს თურქეთის ელჩმა გადასცა საჩუქრად ნახატი მევლანას გამოსახულებით, მწერალმა კი მკითხველებს წიგნებზე სამახსოვრო ავტოგრაფი დაუტოვა.